მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიაჩესლავ კაზიევი ცხინვალის პოლიციას ჩაბარდა

მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიაჩესლავ კაზიევი ცხინვალის პოლიციას ჩაბარდაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ არცევში 16 იანვარს მოკლული მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ე.წ სამართალდამცავებს ჩაბარდა. 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი, რომელიც ასევე, არცევის მკვიდრია, სოფელ არცევის პოლიციაში 28 აპრილს მივიდა, მარეკ დუდაევის მკვლელობა აღიარა და ე.წ სამართალდამცავებს მკვლელობის იარაღი ჩააბარა. ის ცხინვალის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმალებოდა.ცხინვალში მცხოვრები მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლომ დამნაშავედ სცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. 2005 წლის 25 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2012 წლის ზამთარში, დუდაევს ჯერ საყოველთაო ამნისტია შეეხო და სასჯელის ვადა 10 წლით შეუმცირდა, შემდეგ კი სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის ცვლილების გამო, რომელიც დანაშაულთა შეკრებითობას  სასჯელთა შთანთქმის პრინციპით შეცვლას გულისხმობდა, ცნობილი პატიმარი ციხიდან გათავისუფლდა.

ნიუპოსტი