პოლიციელების შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა – ჯიქიას ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციელების შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა - ჯიქიას ქუჩაზე ერთი პირი დააკავესთბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დააზიანა საპატრულო პოლიციის მანქანა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“იდგა პატრული, მოვიდა ეს მოქალაქე ფეხით, დაუწყო მანქანას წიხლების რტყმა, დედის გინება, აქ რას დგახართო, რას აკეთებთო. თხოვეს ერთხელ თავი გაგვანებეო, თხოვეს მეორედ, თხოვეს მესამედ,“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დაკავებისას მამაკაცი შეუძლოდ გახდა. სხვა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპზე, არ ავრცელებს.