„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი – გარდაცვლილია 21 წლის გოგონა

„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი - გარდაცვლილია 21 წლის გოგონა„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი – გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თაობის ნარკოტიკ „მეფედრონს“ 21 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა.

შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. გარდაცვლილის ახლობლების მონაყოლის თანახმად, კლუბიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ძილში გარდაიცვალა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ 8 ადამიანი – ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა, აქიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობენ „თეთრ ხმაურში“, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, დაუდგენელია, გარდაცვალების მიზეზი „მეფედრონი“ გახდა თუ სხვა ნარკოტიკული საშუალება.

ნიუპოსტი