შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთი თვის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს.
სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთანამშრომლებმა ამოიღეს:
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი – 12, კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები – 73, ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები – 34, თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი – 11, აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი – 18, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც უწყების მიერ მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

