რუსთავში დედას და მის მეგობარ მამაკაცს 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ

რუსთავში დედას და მის მეგობარ მამაკაცს 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენძალადობის შემთხვევა რუსთავში – დედას და მის მეგობარ მამაკაცს 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბავშვთან მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას.