“ნიუპოსტის” რეგიონალური კორესპოდენტის ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები 35 წლის ჯაბა წეროძე 112-ის ბრიგადამ ოზურგეთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ სასტიკად სცემა.
წეროძეს ახლობლები პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მამაკაცმა ოზურგეთის პოლიციაში კომპიუტერი დააზიანა და ვარაუდობენ, რომ პოლიციის რეაქცია სწორედ ამას მოჰყვა.
დაშავებულის ადვოკატი, ნანა დარჩია აცხადებს, რომ სანამ მის კლიენტს პირადად არ გაესაუბრება, კომენტარს არ გააკეთებს.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის განცხადებით, 16:30 საათზე პოლიციისდან საავადმყოფოში 112-ის ბრიგადის მიერ მიყვანილი იქნა 35 წლის მამაკაცი. მას ამ წუთებში ნევროპათოლოგი უტარებს გამოკვლევას, არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ორივე თვალის ბუდეში კი სისხლჩაქცევები აღენიშნება.
მედიკოსთა თქმით, პაციენტს, მეტყველება არ შეუძლია.

