სანდრო ბრეგაძე – “რუსთავი 2-ის ეზოში ინციდენტის დროს არ ვყოფილვარ”

სანდრო ბრეგაძე - "რუსთავი 2-ის ეზოში ინციდენტის დროს არ ვყოფილვარ"„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების დროს იქ არ იმყოფებოდა და ადგილზე მხოლოდ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა. ამის შესახებ ბრეგაძემ გუშინ, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

– ტელევიზიასთან მივედი მაშინ, როდესაც ინციდენტი გაბუნიასა და ახალგაზრდებს შორის უკვე ამოწურული იყო.

ცალსახად შემიძლია განგიცხადოთ, რომ დაკავებული „ქართული მარშის“ წევრები სრულიად უდანაშაულოები არიან. დიდი იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ახალგაზრდები გათავისუფლდებიან.

ჩათვალეთ, რომ მე და თითოეული ჩვენგანი, რომელიც ახლა აქ იმყოფება, ამ ბიჭებთან ერთად თავს პატიმრებად ვთვლით. – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, გამოკითხვამდე სანდრო ბრეგაძემ საავადმყოფოში საკუთარი სურვილით რამდენიმე საათი გაატარა, სამედიცინო დაწესებულებიდან პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გვიან ღამით გადაიყვანეს.

ნიუპოსტი