გაგრის საავადმყოფოს რეანიმაციაში რამინ ხაშიგი მოკლეს – მიხეილ ბარციცის მკვლელობისთვის ნათესავებმა შური იძიეს

გაგრის საავადმყოფოს რეანიმაციაში რამინ ხაშიგი მოკლეს - მიხეილ ბარციცის მკვლელობისთვის ნათესავებმა შური იძიესოკუპირებული გაგრის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციაში 1981 წელს დაბადებული რამინ ხაშიგი მოკლეს. ინფორმაციას 1TV ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხაშიგს „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის საავადმყოფოში დაჭრილი იყო შეყვანილი.

ე.წ. გენერალური პროკურატურა მომხდარ ფაქტზე წერს, რომ ხაშიგი საავადმყოფოს პალატაში მოკლეს მიხეილ ბარციცის ნათესავებმა.

58 წლის მიხეილ ბარციცი 2018 წლის 17 მარტს, 14:30 საათზე ოკუპირებული გაგრის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს.

ბარციცი ტუროპერატორი იყო. ე.წ. პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ ხაშიგი, რომელსაც ბარციცის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, შურისძიების მიზნით სწორედ მისმა ნათესავებმა მოკლეს.

ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.