ბორის კაკუბავა გამოკითხვაზე დაიბარეს ხორავაზე მკვლელობის საქმეზე

ბორის კაკუბავა გამოკითხვაზე დაიბარეს ხორავაზე მკვლელობის საქმეზებორის კაკუბავა გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის გარშემო აქვს.

კაკუბავას გამოკითხვა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადების საფუძველზე მოხდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, კაკუბავა გამოკითხვაზე დღესაა დაბარებული და მას საგამოძიებო ორგანოში დღის განმავლობაში ელოდებიან.
თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბორის კაკუბავა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორი არასრულწლოვნის ბაბუაა, საქართველოში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ბორის კაკუბავას მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებისთვის სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით ზაზა სარალიძემ პროკურატურას გასულ კვირას მიმართა. ბორის კაკუბავამ „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს ართმევდნენ. მისი ინფორმაციით, სწორედ ეს კონფლიქტი უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას, რასაც ორი მოსწავლე ემსხვერპლა.

ბორის კაკუბავა ხორავაზე მომხდარ მკვლელობაზე ალაპარაკდა – ”ჩემს მეცხრეკლასელ შვილიშვილზე უფროსკლასელები ძალადობდნენ”