მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში სტარსბურგის სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გაგზავნა იგეგმება. პანკისის ხეობის სოფელ დიუსში გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა და მას ადგილობრივები, უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. “ახალი არაფერი თქმულა, მე ისედაც ყველაფერი ვიცი, ხალხისთის იყო ახალი […]
კატეგორია: სამართალი
„ზვიად გამსახურდია სოფელ ძველ ხიბულაში უკვე მოკლული მიიყვანეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს“ – რას იხსენებს პირველი პრეზიდენტის პირადი მცველი
ზვიად გამსახურდიას პირადი მცველი 24 წლის შემდეგ, პირველად, პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებებზე ალაპარაკდა. ბადრი გოგელაშვილი ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში უკვე მოკლული მიიყვანეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს. დაცვის წევრი ამბობს, რომ მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად გამსახურდია, ბესარიონ გუგუშვილთან და დაცვის ორ წევრთან ერთად სოფელ ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში მიდიოდა. პრეზიდენტის […]
სვეტიცხოველში მამაკაცი დაჭრეს – “ტაძრიდან გამოვიდა, ყელიდან სისხლი სდიოდა”
მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტაძრიდან გამოვიდა, როდესაც უცნობი პირი მას თავს დაესხა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს. მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღნიშნება. – ტაძრიდან გამოვიდა მრევლი, მას ორი ბიჭი გამოჰყვა, ყელზე დააჭირეს ხელი, თუმცა სისხლის მაინც ჩქეფდა. როგორც ექიმებმა თქვეს, საძილე არტერია გადაუჭრა, – აცხადებს თვითმხილველი. დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. […]
ოსურმა ექსპერტიზამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ძალადობის კვალი ვერ იპოვა
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა, – ამის შესახებ ექიმმა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა ცხინვალში ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს მან ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა. – რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა […]
ფიზიკური ზეწოლა პოლიციელზე – რა მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში
პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა სასამართლო დარბაზში და ბრალდებული, რომელიც სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს- მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას, “რუსთავი2” ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, გივი ამილახვარმა სასამართლო სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავში ჩაარტყა და აგინა. ამ ქმედების გამო გივი ამილახვარს რამდენიმე დღეში ბრალი პოლიციელებზე განხორცილებული თავდასხმის მუხლით წარუდგინეს, თუმცა თავად წარდგენილ ბრალს არ […]
”ქართული ოცნების” დეპუტატ თემურ გორგაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – დეპუტატი ბრალს არ აღიარებს
საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე საკრებულოს დეპუტატის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლის 15 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდა. თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და თემურ გორგაძეს პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის […]
ქარელში მამაკაცმა ქალს ნაჯახით თავი გაუტეხა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ […]
ზვიად რატიანის საქმეზე ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად ცნო
EMC-ს განცხადების საფუძველზე, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს. 2018 წლის 11 იანვარს, EMC-იმ განცხადებით მიმართა ინსპექტორს და მოითხოვა ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შემდეგი გარემოებების კანონიერების შესწავლა: პოლიციელების მიერ ზვიად რატიანთან კომუნიკაციის პირადი მობილური ტელეფონით გადაღება; ზვიად რატიანის შესახებ მობილურით გაკეთებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა; […]
ქუჩაში ლანძღვა-გინებაზე 1000 ლარამდე ჯარიმა წესდება
ცვლილებები იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის ინიციატორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით, ნაცვლად 100 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად მიიჩნევა, ამას დაემატება 15 დღემდე […]
უკრაინიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“ „პოლიკი“ გააძევეს
უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა ქვეყნიდან ჟიტომირის ოლქში დაკავებული „კანონიერი ქურდი“ პოლიკარპე ჯანელიძე („პოლიკი“) გააძევეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ ვიაჩესლავ აბროსკინმა განაცხადა. „დაუპატიჟებლად მივედით ქურდულ „წვეულებაზე“ ჟიტომირის ოლქში და იქ „კანონიერი ქურდი“ „პოლიკი“ აღმოვაჩინეთ. ჩვენი შეხვედრის შედეგად პოლიკარპე ჯანელიძემ „დამოუკიდებლად“ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის დატოვების შესახებ“, – დაწერა აბროსკინმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.










