ფიზიკური ზეწოლა პოლიციელზე – რა მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში

ფიზიკური ზეწოლა პოლიციელზე - რა მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა სასამართლო დარბაზში და ბრალდებული, რომელიც სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს- მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას, “რუსთავი2” ავრცელებს.

კადრებში ჩანს, რომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, გივი ამილახვარმა სასამართლო სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავში ჩაარტყა და აგინა. ამ ქმედების გამო გივი ამილახვარს რამდენიმე დღეში ბრალი პოლიციელებზე განხორცილებული თავდასხმის მუხლით წარუდგინეს, თუმცა თავად წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
ამილახვარი სასამართლო დარბაზში მომხდარის პროვოცირებაში პოლიციელებს ადანაშაულებს. დაკავებულმა სასმართლოზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და ფიზიკური შეურაცხოფის მიყენებაში დაადანაშაულა.
მის სხეულზე დაკავებისას ძალადობის ნიშნების არსებობას ადასტურებს გლდანის დაწესებულების ექიმიც და სამხარაულის საექსპერტო ბიუროც.
ამილახვარის ინტერესების დამცველი “რუსთავი2”-თან საუბრისას აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება ამ ფაქტით არ დაინტერესებულა.
ბრალდებებს უარყოფს შინაგან საქმეთა სამინიტრო. პრესამსახურის მიერ გავრცელებულ კომენტარში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დეტალურად ყვება, როგორ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას გივი ამილახვარი სამართალდამცველებს.