დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო ორ მოწმეს დაკითხავს. ერთი მოწმე, გავრცელებული ინფორმაციით, 51-ე სკოლის პედაგოგია. ,,ეს პირები სასამართლოს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი და თუ როგორ მიეცა მას მსვლელობა . ბრალდების მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზებზე მიმდინარეობს კვლევა, როგორც კი იქნება მიღებული დასკვნა წარმოადგენს,“ – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. პროცესს მოკლული […]
კატეგორია: სამართალი
გიორგი გახარია – “14 წლამდე მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის პასუხს საერთოდ არ აგებენ”
14 წლამდე მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის პასუხს საერთოდ არ აგებენ, მათთან შსს საერთოდ ვერ მუშაობს, რაც სწორია, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“. იმედა დარსალიას შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში 14 წლამდე მოზარდების მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახშირდა, იგეგმება თუ არა დამატებითი მექანიზმის ამოქმედება, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ისინი მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლეები […]
რუსთავში ნიღბიანმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა
ყაჩაღობა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. უცნობი პირი სურსათის მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით მამაკაცს ნიღაბი ეკეთა, მან გამყიდველს 500 ლარამდე თანხა გამოსძალა და ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ, მაღაზიის მეპატრონე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ამოღებულია სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი […]
მესტიაში სპეცრაზმია მობილიზებული
მესტიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა სამართალდამცავები გვიან ღამით მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირა. უკავშირდება თუ არა მათი ჩასვლა სვანეთში დღეს დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლას ძალოვანები არ აკონკრეტებენ. სვანეთის მოსახლეობა დღეს გზის გადაკეტვისთვის ემზადება. ისინი მესტია-ჭალა-ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აპირებენ რომ “სინერჯი ქონსტრაქშენმა” სპეცტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ. საპროტესტო […]
გახარია – სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას მალე გავხსნით
15 იანვარს საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლულ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ავრცელებს. მინისტრის თქმით, საქმეზე კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში იქნება. – სამსონ ქუთათელაძის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა გასული და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული შედეგები ამ დანაშაულთან მიმართებაში,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ […]
პროკურატურა თემურ ჭყონიას თაღლითობაში ადანაშაულებს, საქმეში მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს – ვიდეო
ახალი კვირის ექსკლუზივი და პროკურატურის სკანდალური დასკვნა. ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მთავარი საგამოძიებო უწყება თაღლითობაში ადანაშაულებს. თაღლითურ სქემაში პროკურატურის დადგენილების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს. დანაშაული მძიმე კატეგორიისაა და ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უცხოელი ინვესტორის ადვოკატის მტკიცებით, მათ მიერ 2009 წელს შეტანილი საჩივარი პროკურატურიდან გაქრა. პირველი არხი
დოდო გუგეშაშვილს პოლიცია იცავს
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, დოდო გუგეშაშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში იმყოფება და მას სამართალდამცველები იცავენ. მინისტრი ამბობს, რომ მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. – ქალბატონო დოდო იმყოფება პოლიციის დაცვის ქვეშ, მოწმეთა დაცვის პროგრამაში. აქტიური ფაზაა დღეს გამოძიების. სხვა დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ბევრი ვერსიები ჟღერდება, თუმცა გამოძიება უნდა წავიდეს სწორი მიმართულებით,- განაცხადა შინაგან საქმეთა […]
ბორჯომის ტყეში ბანგლადეშის 2 მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
ბორჯომის ტყეში ბანგლადეშის 2 მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ცნობა ექსკლუზიურად “იმედის დილამ” მოიპოვა. გარდაცვლილის ნათესავებს კი “იმედის კვირა” შეხვდა. საზღვრის გადაკვეთას ბანგლადეშის 6 მოქალაქე ცდილობდა. ერთ-ერთი მათგანი ქართველმა მესაზღვრემ იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა. მათგან 2 ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნიალას ველზე თოვლში გაიყინა და გარდაიცვალა. ბანგლადეშის მოქალაქის თქმით, თურქეთში არალეგალურად გადასასვლის მიზნით, საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეს, სახელად კაჯარს დაუკავშირდა და 2.500 […]
შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 5 პირი – 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ყ., 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში […]
დღეს დამწვარი საწარმო „აწარმოე საქართველომ“ დააფინანსა
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრე ქუჯაიძის ინფორმაციით, სამგორში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3000 კვ.მ.-დე ფართობი დაიწვა. როგორც ქუჯაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. “დაიწვა დაახლოებით 2000-დან 3000 კვ.მ-მდე სასაწყობე ფართი, სადაც ინახებოდა ხის მასალა. საწყობი მთლიანადაა დამწვარი. დაშავებული არ გვყავს. ხანძარი დაახლოებით 08:00 საათზე გაჩნდა. […]










