კატეგორია: სამართალი

გიორგი ჭანტურია – “გახარიას მოადგილე მაძალებდა, მეღიარებინა ქუთათელაძის მკვლელობა და სანაცვლოდ შეღავათს მპირდებოდა”

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მასსა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთ მფლობელს შორის მიწის ყიდვასთან დაკავშირებით მილაპარაკებები მიმდინარეობდა რაც, საბოლოო ჯამში არ შედგა. “რუსთავი 2”- ის ეთერში ჭანტურიამ თქვა, რომ ქუთათელაძესთან დაპირისპირება არასდროს ქონია. რაც შეეხება უზიელ ნონის შეცვლილ ჩვენებას, ჭანტურია ეჭვობს, რომ ბიზნესმენს მის წინააღმდეგ […]

„ჭანტურია მაღალი სიჩქარით გამოვარდა ბაზრობის ტერიტორიიდან და ბანკის მიმართულებით წავიდა“ – რას ყვება ბლუაშვილის ადვოკატი ქუთათელაძის მკვლელობაზე

„ნიუპოსტზე“ გასულმა მასალამ, სადაც 53 წლის გენერლის მკვლელობის ახალ დეტალებზე იყო საუბარი, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო უყვება, რომ თავდაპირველად სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად გამოძიება ე.წ. სტამბულის ბაზრის ერთ-ერთ ყოფილ მეწილეს დავით ბლუაშვილს ასახელებდა. იმავე წყაროს ცნობით, გენერლის მკვლელობის საქმის ირგვლივ დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ სამართალდამცავებს უთხრა, რომ დავით ბლუაშვილი სამსონ ქუთათელაძეს ემუქრებოდა, რაც ბლუაშვილმა […]

მიხეილ რამიშვილი: “ცდილობენ, დეკანოზი გიორგი მამალაძე დათრგუნონ, რომ მისგან სასურველი ჩვენება მიიღონ”

მთავარმა პროკურატურამ ციანიდის საქმეში მორიგი სიახლის შესახებ გვამცნო. თებერვალში მამა გიორგი მამალაძის დაკავებიდან ერთი წელი გადის და ამ დროის მანძილზე საგამოძიებო უწყებამ ვერ მიაკვლია პირს, რომლისგანაც დეკანოზმა ციანიდი შეიძინა. დაცვის მხარის მტკიცებით, მამა გიორგის ციანიდი არ შეუძენია და ამიტომაც არ არსებობს ბუნებაში ასეთი პირი. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის მტკიცებით, გამოკვეთილია კონკრეტული პირი, რომელთანაც დეკანოზი […]

ბახალასთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა დააკავეს

თბილისის საქალაქო სასმართლოს ეზოში ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ორივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, სასამრთლოს ეზოში მომხდარ ფაქტზე, კერძოდ, შენობის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის […]

ბახალას დედა ნანა ჩხიკვიშვილი – ”მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო”

– მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო. ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) დედამ ნანა ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც მის შვილს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. – ჩემმა ქვეყანამ მაპატიოს, ამდენი უსამართლობით გამოათაყვანეს საქართველო. ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენებამ, რომლებიც შემდეგ ალბათ შვილთან და შვილიშვილთან მივიდოდნენ, მათმა ტყუილმა გაწირა […]

ადვოკატი – ”ანატოლი ბერძენიშვილს ხიზრი მარგოშვილთან ცხვრის საერთო ბიზნესი ჰქონდა”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის მიმართ ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე დაკავებულის ადვოკატმა მაია სირაძემ განუცხადა, მას ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადასცემია. ადვოკატისთვის ასევე უცნობია, დაარღვევს თუ არა ბრალდებული დუმილის უფლებას. ჟურნალისტის კითხვაზე, იცნობდა თუ არა ანატოლი ბერძენიშვილი ხიზრი მარგოშვილს, რომელიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ანალოგიური […]

სასამართლომ „ბახალა” დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. მსახიობი მთელი ამ დროსი განმავლობაში აცხადებდა, რომ 45 აბი ე.წ. სუბუტექსი პოლიციამ ჩაუდო. “ბახალა” 2016 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

“თუ პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად”- გიორგია გახარია “ბახალას” საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ გამოვლინდება პოლიციელების ბრალეულობა, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. „ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპულნი. ასევე ზუსტად, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება მის უფლებამოსილებას გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ჩვენ დაველოდებით პროკურატურის შედეგებს და იქ თუ ჩვენმა თანამშრომლებმა […]

ყაჩაღობა თბილისში – ბახტრიონზე ერთ-ერთ ოჯახს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს

ყაჩაღობა თბილისში – შემთხვევა გვიან ღამით, ბახტრიონის ქუჩაზე მოხდა. შეიარაღებული პირები ერთ-ერთ ოჯახს დაესხნენ თავს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. ადგილზე არ გაკეთებულა კომენატრები, გვიან ღამემდე მუშაობდნენ კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ქუთაისში “საქართველოს ბანკი” გაძარცვეს და 1 პირი დაჭრეს

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ყაჩაღობისას 1 პირი დაიჭრა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე […]