ანატოლი ბერძენიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობდა, პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბერძენიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კვირის დასაწყისში დააკავა, მას ახმედ ჩატაევის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ხელშეწყობასა და ტერორიზმის დაფინანსებას ედავებიან.
კატეგორია: სამართალი
თენგიზ გავაშელი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე ცემა, დაკითხვისთვის მზადაა
პირი, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მის დაკითხვას ითხოვს. შესაბამისი განცხადება თენგიზ გავაშელმა მთავარ პროკურატურაში უკვე შეიტანა. გავაშელი მიმალვის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მზადაა გამოძიებას ჩვენება მისცეს. ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” გავაშელის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დღევანდელ დღემდე უცნობი იყო, რომ პირი, ვისთანაც მას კონფლიქტი მოუვიდა, პროკურატურის […]
ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დაკარგული 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს
ახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მაშველებმა 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. მამუკა ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას მაშინ შეატყობინა, როდესაც ახლობლებთან ძებნის შემდეგ კვალს ვერ მიაკვლია. მეზობლებმა ძებნიაური ბოლოს სარწყავი არხის ტერიტორიაზე შეამჩნიეს. მამუკა ძებნიაურს ოთხი […]
ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში მანდატურმა მოსწავლეს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინა
ოზურგეთის #2 საჯარო სკოლაში მანდატურმა მოსწავლეს იარაღი აღმოუჩინა. ამის შესახებ “ნიუპოსტს” ადგილობრივმა კორესპოდენტმა აცნობა. მისი ინფორმაციით, მანდატურები მაღალი კლასის მოსწავლეებს ყოველდღიურად ამოწმებენ, ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს კი, მათ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. #2 საჯარო სკოლაში უფროსკლასელი მოსწავლისგან მანდატურის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას უარყოფს ამავე სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე. დირექტორი ადასტურებს, რომ მანდატურმა ერთ-ერთ მოსწავლეს რაღაც ნივთი […]
ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატი სასამართლოს გადადებას ითხოვს
ტერორიზმის ხელშეწყობასა დადაფინანსაების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. დაცვის მხარე კი საქალაქო სასამართლოს სხდომის გადადების მოთხოვნით მიმართავს. ადვოკატების განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ანატოლი ბერძენიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული. დაკავებულის ადვოკატები კი გეგმავენ, სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენონ. ადვოკატების განცხადებით, საქმის მასალები, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, […]
ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრს ბექა წიქარიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. წიქარიშვილს 2 კვირიანი პატიმრიობა მიუსაჯეს. წიქარიშვილს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან. თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი გუშინ, 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს ეზოში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სასამართლოს შესასვლელი კარის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე, სისხლის სამართლის […]
შსს-ს მაღალჩინოსანი ოთარ ტატალაშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი ახალციხეში გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს, რის შედეგადაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლომ ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და უფლებამოსილება შეუჩერა. როგორც შსს-ში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ტატალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. მას 45–ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს უკანონო ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე. „გენერალურმა […]
წყნეთის ქუჩაზე პროკურორის ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ცემეს
წყნეთის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა. როგორც ჟურნალისტებს ადგილზე ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსმა თამარ მელიამ განუცხადა, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის პროკურორი, თუმცა, მის გვარსა და სახელს ვერ აკონკრეტებს. – როგორც შემოვიდა შეტყობინება, გვიან ღამით მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რამაც გამოიწვია ხმაური და ჩხუბი. ადგილზე საპატრულო […]
წყნეთის ქუჩაზე პროკურორი ცემეს?
დავით კანდელაკის და ჯოშუა რაისის მკვლელობისთვის აშშ-ში აარონ ერნანდესი დააკავეს – ეჭვმიტანილს რაისთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა
რამდენიმე დღის წინ მოკლული 31 წლის დავით კანდელაკის და 30 წლის ჯოშუა რაისის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დღეს ტეხასში დააკავეს. ის 23 წლის აარონ ერნანდესია. მას ბრალს ლუისვილში წაუყენებენ, სადაც მისი ექსტრადიცია მოხდება. შემთხვევა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში მოხდა. ორი ადამიანის ცხედარი სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე, დავით კანდელაკი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების […]










