“თუ პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად”- გიორგია გახარია “ბახალას” საქმეზე

"თუ პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად"- გიორგია გახარია "ბახალას" საქმეზეშინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ გამოვლინდება პოლიციელების ბრალეულობა, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

„ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპულნი. ასევე ზუსტად, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება მის უფლებამოსილებას გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ჩვენ დაველოდებით პროკურატურის შედეგებს და იქ თუ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.