თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა: – რაც არ დადასტურდა და რაც ალბათ შემდგომი განხილვის მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი. როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვიაზე, რომელიც კედელში გაჩერდა, ანუ გავიდა […]
კატეგორია: სამართალი
სუს-მა ახმედ ჩატაევის დახმარების ბრალდებით ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს, თბილისში, დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე […]
გელა ნიკოლაიშვილი – “როდესაც სამართლიანობა ვერ ბატონობს, მოქალაქე თვითონ იწყებს ანგარიშსწორებას”
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს. – ბატონო გელა, ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება უკიდურესად დამძიმდა. გახშირებული მკვლელობები, ქურდობა-ყაჩაღობა. გვესმის შეფასებები, რომ ქვეყანაში ქურდული მენტალიტეტი ბრუნდება. ასეა? იმატა ქვეყანაში კრიმინალმა? – დავიწყოთ იმით, რომ როდესაც საუბრობენ, რომ ქვეყანაში ქურდული სამყაროს გაძლიერება და ხელშეწყობა ხდება, ეს ნამდვილად არ ხდება. იმიტომ, რომ […]
”სტამბოლის ბაზრის” ებრაელი მეწილე იუზიელ ნონი – ”არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო”
რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის ებრაელი მეწილე ერთკვირიან დუმილს არღვევს. იუზიელ ნონი, რომელიც რუსთავის ბაზრის 28%-იანი წილის მფლობელია, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ქრონიკასთან პირველ კომენტარს აკეთებს. – ძალიან აღვშფოთდი, რაც ვნახე. სიცრუეა და დეზინფორმაცია, რაც მედიაში მოვისმინე. მე დაკითხვაზე არაფერი მითქვამს ქუთათელაძის დაპირისპირებაზე. მე პოლიციისთვის არაფერი მითქვამს. საინტერესოა, ვის ინტერესებში იყო ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ალბათ ამ ვითომ […]
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას დღევანდელ სხდომაზე გადახედა და მათ მიმართ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ამასთან, როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც და მათ მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებებიც დასაშვებად ცნო. – დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები და მოითხოვა მათი […]
სოხუმში მორგი გაძარცვეს
ხორავაზე მკვლელობის საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს – რას ამბობს ადვოკატი მაჭარაშვილი
ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი რეზონანსულ საქმის პროცესის დაწყების წინ ამბობს, რომ მთავარი კითხვა დანებთან დაკავშირებით არსებობს. ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურად არ არის ჩატარებული. – დაცვის მხარეს ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს გამოძიებასთან, ამიტომ დავნიშნეთ ალტერნატიული ექსპერტიზები, რომ ყველა ამ კითხვას, რომელიც გამოძიებასთან გვაქვს პასუხი გაეცეს. მთავარი კითხვა გვაქვს […]
ალექსი კობაიძე – “გახარიას პირველი მოადგილე გიორგი ჭანტურიაზე ზეწოლას ახდენდა”
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გენინსპექციას მიმართავს. როგორც ალექსანდრე კობაიძემ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, 16 იანვარს, როდესაც გიორგი ჭანტურია დააკავეს, ადვოკატის მისვლამდე, დაკითხვის დროს, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, მასზე შსს-ს მაღალჩინოსანმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. – […]
როგორ მოკლეს 51-ე სკოლის მოსწავლეები თანატოლებმა – საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც P.S.-მა მოიპოვა
დოკუმენტი, რომელიც ,,პოსტსკრიპტუმმა“ მოიპოვა, სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეს ეხება და მასში დეტალურად არის აღწერილი, რა მოხდა პირველ დეკემბერს – როგორ და ვის მიერ დაიწყო დაპირისპირება ჯერ თბილისის 51-ე სკოლაში, როგორ და ვისი მონაწილეობით გაგრძელდა შემდეგ ხორავას ქუჩაზე და როგორ მოკლეს ორი მოზარდი მათმა თანატოლებმა. დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული სახელები და გვარები – ვინ როდის სად იმყოფებოდა და […]
სააკაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
სააკაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის თბილისის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დროისთვის სტაბილურია. გამოძიება სსკ 117-118 მუხლებით მიმდინარებს, რაც სხეულის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.










