გურიაში, 45 წლის ქალი ბოროტმოქმედებმა აწამეს და “წებოვანი ლენტით” სკამზე დააბეს

გურიაში, 45 წლის ქალი ბოროტმოქმედებმა აწამეს და "წებოვანი ლენტით" სკამზე დააბესყაჩაღური თავდასხმა მოხდა გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში, სადაც გვიან ღამით 45 წლის ქალი სასტიკად აწამეს.

დანებით შეიარაღებული სამი პირი თავს დაესხა სახლში მარტო მყოფ ქალს, ბოროტმოქმედები მას რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდბნენ, ბოლოს წებოვანი ლენტით დააბეს და წავიდნენ.

ქალი თანასოფლელებმა მხოლოდ მეორე დღეს ნახეს. დაზარალებული აცხადებს, რომ ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში, თავდამსხმელბი მას სახლის გადაწვით დაემუქრნენ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

ნიუპოსტი