კატეგორია: სამართალი

ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. თამაზ ქვლივიძე დღევანდელ პროცესს ესწრებოდა. ის დარბაზშივე დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის სარჩელი განიხილა. 13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაკავებულ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. […]

სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს

სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, მკვლელობა დუდაევის სოფელ არცევში მოხდა. სააგენტოს დეფაქტო შსს-ში განუცხადეს, რომ მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს. მას სამჯერ ესროლეს. მედიასაშუალების ინფორმაციით, მანამდე შენობაში სუფრა იყო, რომელზეც დუდაევის თანასოფლელი იმყოფებოდა. დუდაევს სწორედ მან ესროლა, შემდეგ კი მიიმალა. ადგილზე ე.წ. პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ და სამძებრო-ოპერატიულ სამუშაოებს […]

ნუცუბიძის ფერდობზე 24 წლის სანდრო ჯორჯაძე დაჭრეს – მას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი

ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 24 წლის სანდრო ჯორჯაძეს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი, ჯორჯაძე ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ადგილობრივების ინფორმაციით სისხლიან გარჩევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია საქმე, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ნიუპოსტი

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიის სასამართლოში დაიბარეს

ბიძინა ივანიშვილი ჟენევის სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრმა ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა. ივანიშვილის ადვოკატები სასამათლოსთვის შესაბამისი ცნობის წარდგენასაც აპირებენ. ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს 150 მილიონ დოლარს ედავება, ივანიშვილის უფლებადამცველების თქმით, ერთ-ერთმა ფინანსურმა მენეჯერმა ეს ფული წამგებიან ბიზნესში დააბანდა, ექს პრემიერი სწორედ ამ ფულის დაბრუნებას ითხოვს. დღევანდელ პროცესზე მოპასუხე მხარემ ივანიშვილის დაკავებაც […]

”ბასიანის” დაჭრილი დაცვის უფროსი ზვიად მესხი პროკურატურამ დაიბარა

ღამის კლუბ “ბასიანთან” დაჭრილი დაცვის უფროსი ზვიად მესხი პროკურატურაში დაიბარეს. ის გამოკითხვაზე უკვე შევიდა. მანამდე კი ჟურნალისტებთან მომხდარზე კომენტარი გააკეთა. მესხის თქმით, ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი პირები კლუბში იმიტომ არ შეუშვეს, რომ ნასვამი და აგრესიულები იყვნენ. – განვუმარტეთ, რომ კლუბში ვერ შევიდოდნენ, რის შემდეგაც ჩვენი მისამართით დაიწყეს გინება და შეურაცხყოფა, მოგვიანებით ვცადეთ ტერიტორიიდან მათი გაყვანა, […]

თამაზ ქვლივიძე გირაოთი მოსამართლე ბადრი შონიამ გაათავისუფლა

მოსამართლე, რომელმაც მძიმე ბრალდებაში დადანაშაულებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა, ბადრი შონიაა. მისი გადაწყვეტილებით დიდუბის პოლიციის სამმართველოს უფროსი მოადგილის, კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსის და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ისეთ გახმაურებულ საქმეებს განიხილავს, როგორიცაა ციანიდის, ივანე მერაბიშვილის, ბანკი “ქართუს” […]

შსს კლუბ ”ბასიანის” ინციდენტზე – ”სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება”

შსს კლუბ ბასიანთან მომხარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს. – გვსურს, გამოვეხმაუროთ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ჩვენი თანამშრომლის და კლუბის დაცვის 2 წევრის დაჭრის ფაქტს. კერძოდ, ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი […]

პაატა ქვლივიძე – ”ამათი დაწყებული არ არის, ვეუბნებით გვაპატიონ, ამ ბიჭმაც თქვა, რომ არ უნდა მომექნიაო, მაგრამ ხდება ყველაფერი”

– რა ვქნა, მოსამართლემ ასე ჩათვალა საჭიროდ და გამოუშვა, მე არავისთვის მითხოვნია, არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია, – ამის შესახებ კლუბ ”ბასიანთან” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მამამ პაატა ქვლივიძემ ”პალიტრანიუსთან” საუბრისას განაცხადა. როგორც ბრალდებულის მამამ აღნიშნა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის მოსამართლის გადაწყვეტილებაში რაიმე ფორმით ჩაერია. მისივე თქმით, იგი ამჟამად უმუშევარია. – ვიღაცა […]

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული?

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. თუმცა შს სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის კაბინეტი, სადაც ის მოკლული იპოვეს, დალუქულია. ქუთათელაძის ცხედარი გუშინ დაცვის თანამშრომელმა ნახა. მომხდარზე გამოძიება ორი […]

“ამბობენ, რომ ოლიგარქი ვარ და ზარალაა მაგის პატრონიო…ზარალა როგორაა ჩემი პატრონი” – რას აცხადებს თამაზ ქვლივიძის მამა პაატა ქვლივიძე

კლუბ “ბასიანის” დაცვის თანამშრომლებისა და სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია. აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესმენი პირველ კომენტარს აკეთებს. პაატა ქვლივიძის თქმით, მისი შვილი კლუბში არ შეუშვეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. – თვითონ შეუვარდნენ და ამ ჭიდაობაში იქნევდა თავდაცვის მიზნით ალბათ, მე მას არ ვამართლებ… თვითმხილველები მოვიდნენ ჩემთან, […]