კატეგორია: სამართალი

სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე 6 ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული 

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე 6 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა. – ამ ეტაზე რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ბაზრობის შიდა ტერირიაზე და ასევე გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვლათვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს ბაზრობის […]

“ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს” – ვინ არის თამაზ ქვლივიძე, რომელსაც 3 კაცის დაჭრა ბრალდება და რომელიც 30.000 გირაოთი გამოუშვეს

თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს. როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30/000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია. “ბასიანის” დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულმა დაცვის წევრები და პოლიციის თანამშრომელი იმის გამო დაჭრა, რომ მას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს. […]

ხაშურის რესტორანში 4 მოსწავლე დაჭრეს

ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, ეკა გოგოლაძის ინფორმაციით, ხაშურში ახალგაზრდების დაჭრა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც თანაკლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. – მთელი კლასი იყო თანაკლასელის დაბადების დღეზე. როგორც ინფორმაცია მაქვს, სხვა „კუპეში“ სხვა ჯგუფი იყო და დაჭრეს ჩვენი ბავშვები. ბავშვებმა არაფერი იციან. ყველაფერი მოხდა რამდენიმე წუთში, ნახეს უკვე დაჭრილი თანაკლასელები. ორი ბავშვი იმყოფება საავადმყოფოში, დანარჩენები არიან […]

ზაჰესში ცოლ-ქმარი საკუთარ მაღაზიაში მოკლეს

თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა ზაჰესში მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს. სავარაუდოდ, უცნობმა პირებმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. მათივე ინფორმაციით, ქალი და მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. მეზობლად მცხოვრებლებმა დილით გაიგეს ინციდენტის შესახებ. ადგილობრივების თქმით, მოკლული ცოლ-ქმარი მარკეტთან ახლოს, იმავე ქუჩაზე ცხოვრობდა. – მაღაზია სახლის ეზოში ჰქონდათ. უშუალო თვითმხილველი არ ყავს ფაქტს, გახმაურდა და გავიგეთ […]

რუსთავში მოკლული სტამბოლის ბაზრის მეწილე გენერალი და ნაციონალების ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძეა

რუსთავში მოკლული ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა ბაზრობის თანამშრომლებმა განუცხადეს. წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარადოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი. გარდაცვლილის ნაცნობები და ბაზრის ერთ-ერთი მეწილე უზი ნონი ამბობს, რომ […]

რუსთავში სტამბოლის ბაზრის მეწილე სოსო ქუთათელაძე მოკლეს

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, მოკლულია სოსო ქუთათელაძე. ქუთათელაძე ყოფილი პარლამენტარია, ის საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” კვოტიოთ მოხვდა. ბოლო პერიოდში კი ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მან აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.

სასამართლომ 9 თვის ორსული ცოლის ცემისთვის მამაკაცს 10 თვე მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჰ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ჰ.მ.-მ ქ. […]

„ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო, მაგრამ ქისტაურმა კიდევ ერთი ტყვია ესროლა… შემდეგ ყელი გამოჭრა” – 19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის უცნობი დეტალები

ახალი წლის წინა დღეებში (29 დეკემბერი) თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 19 წლის დავით ტორიაშვილის დასახიჩრებულ ცხედარს მხოლოდ 10 დღის შემდეგ მიაგნეს. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურია. როგორც ირკვევა, 19 წლის ბიჭის სადისტურ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავდა. თუმცა პირთა ფართო წრემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. სწორედ ამიტომ სამართალდამცავებმა ნიკოლოზ ქისტაურთან ერთად ბრალი სხვა ადამიანებსაც […]

მუხიანში “ორი ნაბიჯის” მაღაზია დააყაჩაღეს

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე მდებარე ქსელური სუპერმარკეტ “ორი ნაბიჯის” მაღაზია დააყაჩაღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანამშრომლებს მაღაზია დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ადგილზე ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიაყენეს მაღაზიას მძარცველებმა.