“ამბობენ, რომ ოლიგარქი ვარ და ზარალაა მაგის პატრონიო…ზარალა როგორაა ჩემი პატრონი” – რას აცხადებს თამაზ ქვლივიძის მამა პაატა ქვლივიძე

"ამბობენ, რომ ოლიგარქი ვარ და ზარალაა მაგის პატრონიო...ზარალა როგორაა ჩემი პატრონი" - რას აცხადებს თამაზ ქვლივიძის მამა პაატა ქვლივიძეკლუბ “ბასიანის” დაცვის თანამშრომლებისა და სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესმენი პირველ კომენტარს აკეთებს. პაატა ქვლივიძის თქმით, მისი შვილი კლუბში არ შეუშვეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

– თვითონ შეუვარდნენ და ამ ჭიდაობაში იქნევდა თავდაცვის მიზნით ალბათ, მე მას არ ვამართლებ… თვითმხილველები მოვიდნენ ჩემთან, მათ მითხრეს, რომ მას მაგრად სცემდნენო, ძირს ეგდოთო და ურტყამდნენო.
რაც მქონდა სამსახური 2009-დან ისიც გამიუქმეს და რანაირად ვარ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული, მეღვინე ვარ სპეციალობით, მაქვს ღვინის ქარხანა, რომელიც დაკეტილია და არ მუშაობს. მაქვს თოლიას რაღაც წილი, “თოლია” იყო “ქართუსი”, გაიყიდა და ვიყიდეთ ჩვენ. ასე ამბობენ, რომ ოლიგარქი ვარ და ზარალაა მაგის პატრონიო, ჩემი და მუშაობს ზარალასთან ჩვეულებრივ რიგითად ეგ რა შუაშია, ზარალა როგორაა ჩემი პატრონი”- განაცხადა ბიზნესმენმა.