ნუცუბიძის ფერდობზე 24 წლის სანდრო ჯორჯაძე დაჭრეს – მას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი

ნუცუბიძის ფერდობზე 24 წლის სანდრო ჯორჯაძე დაჭრეს - მას 4 ტყვია აქვს მოხვედრილინუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 24 წლის სანდრო ჯორჯაძეს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი, ჯორჯაძე ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ადგილობრივების ინფორმაციით სისხლიან გარჩევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია საქმე, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნიუპოსტი