”ბასიანის” დაჭრილი დაცვის უფროსი ზვიად მესხი პროკურატურამ დაიბარა

”ბასიანის” დაჭრილი დაცვის უფროსი ზვიად მესხი პროკურატურამ დაიბარაღამის კლუბ “ბასიანთან” დაჭრილი დაცვის უფროსი ზვიად მესხი პროკურატურაში დაიბარეს. ის გამოკითხვაზე უკვე შევიდა. მანამდე კი ჟურნალისტებთან მომხდარზე კომენტარი გააკეთა.

მესხის თქმით, ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი პირები კლუბში იმიტომ არ შეუშვეს, რომ ნასვამი და აგრესიულები იყვნენ.

– განვუმარტეთ, რომ კლუბში ვერ შევიდოდნენ, რის შემდეგაც ჩვენი მისამართით დაიწყეს გინება და შეურაცხყოფა, მოგვიანებით ვცადეთ ტერიტორიიდან მათი გაყვანა, რასაც უკვე დანის გამოყენება მოყვა. რაც შეეხება იმ განცხადებებს, რომ ჩემი დაზიანებები მსუბუქი და უმნიშვნელოა – მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ რაც ექიმებისგან მესმოდა იყო შემდეგი: “არტერია დავიჭიროთ, კუნთები გავკეროთ და შემდეგ კანი გავკეროთ. სამი სახის ნაკერი მაქვს. თუ ამას გადასერილობა ჰქვია, მე არ ვიცი, – ამბობს ზვიად მესხი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ “ბასიანის” დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული 30.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებულის მამა თამაზ ქვლივიძე მომხდარში შვილს არ ამართლებს, თუმცა დაცვის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებს.

არასამთავრობოები კლუბ ბასიანის დაცვის წევრების დაჭრისთვის ბრალდებულის გათავისუფლებას შეისწავლიან. საქმის შესახებ დღეს განცხადება გაავრცელა შსს-მაც.

იმედინიუსი