ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებაეკა წამალაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ხათუნა ხოფერიას და დავით ოქიტაშვილს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ეს სასჯელის მაქსიმალური ზომაა, თუმცა შესაძლოა, მათ სასამართლომ ფულადი ჯარიმაც დააკისროს.

ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში “ენმ”-ის წევრის ეკა წამალაშვილთან დაპირისპირებირებაზე კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი გამოიკითხა და ჩვენება მისცა.
მისი თქმით, ინციდენტი იყო წამალაშვილის მიერ იმიტირებული “ქრონიკა”.
„ეს იყო მუქარა, რომლისაც მე კურდღლების მუქარის არ მეშინია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, იმიტირებული “ქრონიკის” ავტორს ჩვენ არ მივცემთ იმის საშუალება, რომ მეორედ მოუწყოს საზოგადოებას იმიტირებული “ქრონიკა”- განაცხადა ოქიტაშვილმა.