ქუთაისის 1-ელი საჯარო სკოლაში მოსწავლეს ჩანთაშა დანა უპოვეს. ინფორმაციას სააგენტო “პირველი” ავრცელებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
სკოლის ადმინისტრაციიის განცხადებით, მოსწავლეს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ცივი იარაღი ჩამოართვეს და პირობა დაადებინეს, რომ მსგავს ქმედებას მომავალში აღარ განახორციელებს. შემთხვევა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ორი დღის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, მოხდა თუ არა არასრულწლოვანის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა.

