კატეგორია: სამართალი

ია მეტრეველს ზვიად კუპრავა თაღლითობაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს თაღლითობაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ საჩივარი მთავარ პროკურატურაში შეაქვს. როგორც „ნიუპოსტს“ კუპრავამ განუცხადა, საუბარია საქმველმოქმედო ფონდ „ქომაგზე“, რომლის შემომწირველების ვინაობა და თანხის განკარგვა გაუმჭვირვალეა. – საქართველოს პროკურატურა მაღალ ინტერესს ავლენს ფონდებსა და მათი საქმიანობის მიმართ. ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა ფონდი, მათ შორის ფონდი „ქომაგი“და დოკუმენტალურად, […]

მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. მას სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს. ადვოკატი დღევანდელ პროცესზე პირველად გამოცხადდა. გოგლიჩიძე სააკაშვილის დაცვის მხარის რანგში გირგვლიანის საქმეზე იქნება წარმოდგენილი. ადვოკატმა საქმის მასალებისა და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად 1 თვე მოითხოვა. თავის მხრივ, ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ დაცვის მხარეს გონივრულ ვადად ერთი კვირა უნდა განსაზღვროდა. საბოლოოდ, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის […]

დავით სარალიძე – “გაუჩერებლად მიდიოდა ცემა თავში, გვერდებში…“ – მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით

ქურდობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ. ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც. გუშინ კი ლევან კუპატაძე და დავით სარალიძე საბურთალოს მე-7 განყოფილებაში დაიბარეს, სადაც საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მათი ნების საწინააღმდეგოდ მორიგი ბიოლოგიური ნიმუშების აღება სურდათ. „შემაგდეს პატარა მანქანაში. გაუჩერებლად მიდიოდა ცემა თავში, გვერდებში, ინსტიქტურად თავზე ხელებს […]

სტამბოლში 52 წლის ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში, 52 წლის ქართველი ქალი ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლეს. მოკლულია მოხუციც რომელსაც ემიგრანტი უვლიდა.ინფორმაციას სტამბოლში საქართველოს საკონსულო ადასტურებს: “ქ.სტამბოლში,ბუიუქჩექმეჯეს რაიონში,მოხდა მკვლელობა. კერძო სახლში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე,მოკლულ იქნენ ბლაგვი საგნის ჩარტყმით. საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებსა და […]

აფხაზეთში გუმისთას ხიდზე პაველ არძინბა და დმიტრი ხაგბა ჩაცხრილეს

აფხაზეთში, გუმისთას ხიდზე, უცნობმა პირებმა ავტომობილში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან პაველ არძინბა და მისი მძღოლი, დმიტრი ხაგბა ჩაცხრილეს. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ჯერჯერობით ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ პაველ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილ პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო. 2012 წლის 22 თებერვალს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი […]

ვაკეში დაჭრილი ლ.ნ. საავადმყოფოშია გადაყვანილი – შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებისდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, […]

რუსთაველზე ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთაველის გამზირზე. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად სამი მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა. თვითმხილველთა თქმით, “მერსედესის” მარკის ავტომობილს, “ოპოლი” შეეჯახა. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ავტომობილი დაზიანდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ვაკეში კაცი დაჭრეს

თბილისში, აბაშიძის 68-ში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ერთი კაცია დაჭრილი. ადგილზე პატრულის თანამშრომლები იმყოფებიან. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სროლის მიზეზი უცნობია, ასევე არ არის ჯერ დაადგენილი მსროლელის ვინაობა.

”ამბობენ, თიკა ქარსელაძე სისხლისგან დაიცალა, ვენები ჰქონია გადაჭრილი”

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ნიუპოსტს“ უყვებიან, ახალგაზრდა ქალს ვენები ჰქონდა გადაჭრილი. – ამბობენ, სისხლისგან დაიცალა, ვენები ჰქონია გადაჭრილი, არ ვიცი, რა მოხდა, – ამბობს ქარსელაძის მეზობელი, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა. მისივე ვარაუდით, 35 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

გურჯაანში მანქანამ 2 ბავშვი გაიტანა

გურჯაანში, ორ მცირეწლოვანს გზის გადაკვეთისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ორივე დაშავებულმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში არიან მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ნიუპოსტი