ირაკლი ჩხვირკია: „გადავწყვიტე, რომ მოვიხსნა ადვოკატები”

ირაკლი ჩხვირკია: „გადავწყვიტე, რომ მოვიხსნა ადვოკატები"ბათუმში, 11-12 მარტის მოვლენებში ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ ადვოკატების საქმიდან ჩამოხსნა მოითხოვა. როგორც დღევანდელ პროცესზე ჩხვირკვიამ განაცხადა, ის საკუთარ ინტერესებს თავად დაიცავს. მისივე თქმით, პროცესები პოლიტიზირებულია და განაჩენი პროკურატურაში უკვე დაწერილია.
„გადავწყვიტე, რომ მოვიხსნა ადვოკატები. გთხოვთ, რომ სასამართლოდან გაათავისუფლოთ ისინი. მათი დახმარება სასამართლოში აღარ მჭირდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ მე სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ველოდები. ამ ქვეყანაში არანაირ ობიექტურობას არ ველოდები,“- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულს მოსაფიქრებელი დრო მისცა, რის გამოც პროცესზე შესვენება გამოცხდდა.