ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან 50 წლამდე ქალი გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ipn-ი წერს.
თვითმხილველების თქმით, ქალი ფანჯარას წმენდდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა.
„პუშკინის ქუჩის 141 ნომერში იყო გამოძახება. სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაახლოებით 57 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდა. ის, სავარაუდოდ, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა“, – უთხრეს ბათუმელები გე-ს სასწრაფო დახმარების სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

