გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს, თავიდან გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებდნენ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოჯახს გაზი შეყვანილი არ ჰქონდა. ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად გაზის ნამწვი სახელდება, რომელმაც მეზობლის სახლიდან შეაღწია. აღნიშნულის შესახებ “ნიუსმაცნე” ოჯახის ახლობელს გაესაუბრა, მისი თქმით, ადგილზე კვლავაც მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები: – წინა საღამოს მარიამი შეუძლოდ იყო, სახლში […]
კატეგორია: სამართალი
“საქართველოს ბანკიდან” ბრალდებულმა 5.415 ევრო, 8.353 დოლარი და 7.425 ლარი გაიტაცა
თბილისში, დადიანის ქუჩაზე, გუშინ საღამოს „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული დ.შ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ […]
იდენტურ ვითარებაში 40 დღის წინ გარდაიცვალა მამაც – გორის ტრაგედიის ახალი დეტალები
ახალი დეტალები გახდა ცნობილი გუშინ გორში გარდაცვლილი დედა – შვილის შესახებ. მეზობლების განცხადებით, წინა დღეს ოჯახში სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული. შეუძლოდ თავს 22 წლის გოგო გრძნობდა. ექიმების დასკვნით, მას მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა. ღამის პირველ საათამდე სახლში სტუმრები იყვნენ, თუმცა შემდეგ დედა-შვილმა თავი უკეთ იგრძნო და ისინი მარტო დატოვეს. დილიდან კი, მათთან დაკავშირება ვეღარ ხერხდებოდა. […]
ადვოკატმა თიკო ქარსელაძემ თავი მოიკლა
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თიკო ქარსელაძე გარდაცვლილი იპოვეს. “როგორც “პირველს” ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა აცნობა თიკო ქარსელაძის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა. მისი თქმით, მთელი ადვოკატთა ასოციაცია შოკშია. თვითმკვლელობის მიზეზზე არავინ საუბრობს. – ყველასთვის წარმოუდგენელი ტრაგედია მოხდა. შოკში ვართ. ახალგაზრდა გოგომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, – განუცხადა “პირველს” ასოციაციის წევრმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან […]
დადიანის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს
დადიანის 261 ნომერში “საქართველოს ბანკი” დააყაჩეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 1 ადამიანი დააკავეს. გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. გუშინ “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი გლდანშიც დაყაჩაღეს. თვითმხილველების განცხადებით, ერთმა პირმა, რომელიც ბანკში შეიჭრა, თანხის წაღება მოახერხა.
საბერძნეთში ქურდული სამყაროს პატრიარქს, 63 წლის დათო სებისკვერაძეს, 16 წელი მიუსაჯეს
საბერძნეთში, “ქურდული სამყაროს პატრიარქს”, 63 წლის დავით სებისკვერაძეს (“დათო კუტაისსკი”, “ვარლამიჩი”) 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა ედება ბრალად. მასთან ერთად გაასამართლეს შოთა ასათიანი (“შოთიკო ბოლნისსკი”) და ლაშა უგრელიძე (“სტალინი”). მათ შესაბამისად 16 და 17 წელი აქვთ მისჯილი. კიდევ ერთი კანონიერი ქურდი, მიხეილ ბუძიშვილი. რომელიც ამავე საქმისთვის იყო დაკავებული 2017 […]
ლევან ჯაფარიძე – ”სუსის მიერ დაკავებული პირი კრწანისის გამგეობაში 2013 წლიდან მუშაობს”
კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირი კრწანისის გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელია. ამის შესახებ ლევან ჯაფარიძემ დღეს თბილისის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა. – ჩემთვის მხოლოდ ის დეტალებია ცნობილი, რაც გამოძიებამ მოგვაწოდა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. გამოძიების ინფორმაციით, ქრთამის სახით 1.000 ლარამდე თანხაზეა საუბარი. ეს პირი გამგეობაში 2013 წლიდან მუშაობს, – […]
გარდაცვლილი გოგონას საქმრო და მეზობელი ბინაში აივნიდან შევიდნენ და ცხედრები აღმოაჩინეს – დედა სავარძელში იჯდა, შვილი კი გვერდით იატაკზე ნახეს
გორში ჭალის დასახლებაში გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებათ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. მოგვიანებით მათ სოფელ ქიწნისში გადაასვენებენ. ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი. მეზობლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დედა-შვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გარდაცვლილი გოგონას საქმრო და მეზობელი ბინაში აივნიდან შევიდნენ და ცხედრები აღმოაჩინეს. არცერთ მათგანს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, დედა […]
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მერაბ გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 25 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 1.000 ლარის გადახდა მოსთხოვა. 2017 წლის 8 დეკემბერს დაკავებულმა აღნიშნულ მოქალაქეს […]
სასტიკი მკვლელობა ოზურგეთში – ნათესავების მკვლელობაში ბრალდებულ კახა მეგრელიშვილზე ძებნა გამოცხადდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 20 ივლისს გურიაში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. საუბარია 5 თვის წინ, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე, როცა 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი 33 წლის დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილეს. “ნიუპოსტი” თავიდანვე წერდა, რომ ახალგაზრდები შურისძიებას ემსხვერპლნენ. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ , ბიჭების ჩაცხრილვა წლების […]










