გურჯაანში, ორ მცირეწლოვანს გზის გადაკვეთისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ორივე დაშავებულმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ნიუპოსტი

