ვაზისუბანში მე-9 სართულიდან გადმომხტარ ქალს 2 შვილი დარჩა – ტრაგედიის ახალი დეტალები

ვაზისუბანში მე-9 სართულიდან გადმომხტარ ქალს 2 შვილი დარჩა - ტრაგედიის ახალი დეტალებივაზისუბანში ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტომის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი 27 წლის ქალია, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

მეზობლის განცხადებით, გარდაცვლილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამჟამად ის ყოფილი ქმრის კუთვნილ ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იმედინიუსი