მამუკა ვასაძე: „პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს, ეს ნებაყოფლობითი არ არის“

მამუკა ვასაძე: „პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს, ეს ნებაყოფლობითი არ არის“პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფონდ „იავნანას“ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები და პაატა ბურჭულაძე ვალდებულია სასამართლოს წინაშე წარსდგენს. საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ჯერჯერობით ნაადრევია.

– „ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით ფულის გაფლანგვის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბურჭულაძე საჯარო განცხადებებში უარს აცხადებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებაზე. კანონმდებლობის სრული დაცვით განხორცილდება მისი სასამართლში გამოკითხვა. სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება აქვს და ეს ნებაყოფლობითი არ არის. საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება კი ნებაყოფლობითია, ამიტომ იგი ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს. გამოძიება ფულის გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს და არ არის აუცილებელი კერძო პირის მომართვა ან რაიმე განსაკუთრებული მტკიცებულებები პირის მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, პაატა ბურჭლაძე ამ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია და არსებობს კითხვები ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით და თავად მოწმის სახით არის დაბარებული.
პასუხისმგებლობის საკითხზე კომენტარი და პროგნოზირება ამ ეტაპისთვის არ იქნება სერიოზული, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ პაატა ბურჭულაძე 13 დეკემბერს გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა თავას ბურჭულაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მის დაკითხვას დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში, მოსამართლის წინაშე ითხოვს.