სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპანია „ბაუსტარის“ დირექტორი ქრიასტიან შარაშენიძე ეხმაურება. განჩინების თანახმად, „დინამო თბილისის“ მოთხოვნა სამშენებლო კომპანია „ბაუს სტარისათვის“ მშენებლობის შეჩერების შესახებ არ დააკმაყოფილა.
შარაშენიძე ,,დინამოს” ხელმძღვანელობას მოლაპარაკებებს სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ,,დინამო თბილისს” მიტაცებულ ტერიტორიაზე უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაევალოს.
შარაშენიძის შეფასებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო რომ კომპანია „ბაუსტარი“ მშენებლობას კანონის სრული დაცვით ახორციელებს. ,,თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას კი თუ ქართული ფეხბურთის ბედი ნამდვილად აწუხებს, ჩვენ მზად ვართ, საფეხბურთო კლუბის მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, წინააღმდეგ შემვევაში, მას უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოუწევს“ – აცხადებს „ბაუსტარის“ დირექტორი.
მეორე ინსტანციის სასარამთლომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინება ბათილად ცნო, რაც ნიშნავს რომ „ ბაუ სტარი“ დიღმის მასივში მიქელაძის 9 ა.-ში პროექტით გათვალისწინებულ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გააგრძელებს.
,,სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი დავა რომელიც „ბაუ სტარსა“ და დინამო თბილისს შორის არსებობს. 2011 წელს საფეხფურთო კლუბმა კომპანიის საკუთრებაში არსებული 1500 კვ. მ. ტერიტორია მიიტაცა და ამ დრომდე ზედამხედველობის სამსახურის არა ერთი გაფრთხილების მიუხედავათ საზღვრების მოწესრიგებას არ არ ახორციელებს” – აცხადებენ კომპანია ,,ბაუს სტარში“.

