22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ს.დ.-ს სავარაუდო ვინაობა ცნობილია – ,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ის ჩატაევის დაცვის წევრი სურხო დუდაევია. იმას, რომ სურხო დუდაევი ჩატაევის დაჯგუფებისა და მისი დაცვის წევრია, ,,ნიუპოსტს“ რამდენიმე სხვადასხვა წყარომაც დაუდასტურა. დუდაევი ფიგურირებდა 2012 წელს, ლოპოტას სპეცოპერაციის დროსაც. ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც მაშინ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან მოსალაპარაკებლად მიიყვანეს, იხსენებდა, რომ იქ ნახა […]
კატეგორია: სამართალი
მამათმავლობა არასრულწლოვან ბიჭებთან – გ.ვ.-ს 43 ეპიზოდი დაუმტკიცდა და 8 წელი და 9 თვე მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მამათმავლობაში ბრალდებული, წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. “თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულ გ. ვ.-ს მიმართ. გ.ვ.-ს ბრალად ედებოდა მამათმავლობა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, წინასწარი შეცნობით […]
ტერორიზმში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ტერორიზმში ბრალებულ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლემ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. შუამდგომლობა სასამართლო განხილვის დახურვის შესახებ პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.
მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა
მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის მეტროპოლიტენის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი სხეულის დაზიანებით ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი. – 14:15 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. კონკრეტულად რა მოხდა, ჯერ არ ვიცით. ის ამოყვანილია და გადაყვანილია საავადმყოფოში, – განაცხადეს პრესსამსახურში.
პროკურორი – რუსეთის მოქალაქე ს.დ.-ს ბრალად ედება ტერორისტობა, იარაღის და ფეთქებადი ნივთიერებების შეძენა-შენახვა
გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაციაში, – ამის შესახებ ტერორიზმის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს სასამართო პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც პროკურორმა განმარტა, სახელმწიფო ბრალდებას აქვს ყველა საფუძველი, რათა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს. პროკურორი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი ბრალდებულს და ასევე, რა დანაშაული […]
პროკურორი მარშანია – არის თუ არა ლიკვიდირებული ჩატაევი, ვერ გეტყვით
თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის პროცესის ფარგლებში პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, რომ ლიკვიდირებულთა ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. – არის თუ არა ლიკვიდირებული ჩატაევი, ვერ გეტყვით, ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. რაც შეეხება დაკავებულს, ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა და ჰქონდა შეიარღება, ეს დადასტური მტკიცებულებებით, – განაცხადა მარშანიამ. პროკურორმა არ დაასახელა, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანდა დაკავებული ან დანაშაული სად […]
ადვოკატი ქარქაშაძე – ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე დანაშაულს არ აღიარებს
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომდარი სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და მას ტერორისტულ დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულები არ არსებობს და ის არ აღიარებს დანაშაულებს. მისივე განცხადებით, არანიარი კავშირი არ აქვს ტერორისტულ დაჯგუფებასთან, – […]
თბილისის სპეცოპერაციის გაგრძელება ავსტრიაში – საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იქ, სადაც ჩატაევი და ბინის მეპატრონე ცხოვრობდნენ
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში განვითარებული მოვლენების მასშტაბი საქართველოს ფარგლებს სცდება. აღნიშნული დღეს განცხადებით დაადასტურა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ისნის რაიონში მომხდარი შეაიარაღებული დაპირისპირება საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტად შეაფასა: „გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც, ყველას კარგად გვესმის რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და მიმდინარეობს გამოძიება.“- განაცხადა გახარიამ. თუმცა კონკრეტულად არ დაუსახელებია ქვეყნები, სადაც საგამოძიებო მოქმედებები […]
სპეცოპერაცია მცხეთაში – პოლიციამ მანქანის საბარგულიდან მძევალი გაათავისუფლა და 4 პირი დააკავა
მცხეთაში, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ოთხი პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 […]
ადვოკატი: სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა
სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა. ადვოკატმა დაკავებულის ვინაობა არ გაამხილა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. […]










