კატეგორია: სამართალი

ასლან ჯაბრაილოვი და რიზვან გორნაკაშვილი გაათავისუფლეს

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის მეპატრონე ასლან ჯაბრაილოვი, რომლის ბინაშიც სპეცოპერაციის დროს მოკლულები იყვნენ გამაგრებულები და ამავე საქმეზე დაკავებული რიზვან გორნაკაშვილი წუხელ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. ამის შესახებ “ტელეიმედს” ასლან ჯაბრაილოვის დეიდამ განუცხადა. სარო გაურგაშვილი ამბობს, რომ მისი დისშვილი თელავშია, ხოლო რიზვან გორნაკაშვილი თბილისში, თუმცა კონკრეტულად სად, უცნობია. მისი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ასლან ჯაბრაილოვი დღეს საკუთარ […]

ბინის მეპატრონის პირველი ფოტო – ჯაბრაილოვის ცოლის ძმის, გორნაკაშვილის დაკავება არ დასტურდება

,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, 22 ნოემბრის თბილისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული პიროვნება, საქართველოს მოქალაქე არ არის. ,,პირველი რადიო“ პანკისში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელიც რიზვან გორნაკაშვილის ნათესავია. გორნაკაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის მეპატრონის ასლანბეგ ჯაბრაილოვის მეუღლის მარო გორნაკაშვილის ძმაა. გორნაკაშვილს ჰქონდა ჯაბრაილოვის სახლის გასაღები და მანვე გააქირავა ბინა. ,,პირველი რადიოს“ რესპონდენტის ინფორმაციით,რომლმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, […]

ვახტანგ ქუთათელაძე: „საზოგადოებამ არც უნდა იცოდეს რა ხდებოდა კულისებს მიღმა“

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვახტანგ ქუთათელაძის შეფასებით, გარედან შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ სპეცოპერაციის ჩატარების დროს არაკოორდინირებული მუშაობა იყო ოპერაციის ჩამტარებლებსა და საზოგადოებას შორის. როგორც ქუთათელაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა შტაბი, რომელიც მასმედიის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწოდებდა. ქუთათელაძის შეფასებით, ”ყველაფერი რაღაცნაირად მიშვებული იყო, თითქოს არათუ სპეცოპერაცია ტარდებოდა, არამედ სანახობა გადიოდა […]

ნანა კაკაბაძე: „ლიკვიდირებულია ცალხელა და ცალფეხა ადამიანი“

– ფიქრობდნენ ჩატაევზე, მაგრამ ლიკვიდირებული ჩატაევი არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ „ნიუპოსტს“ უფებადამცველმა ნანა კაკაბაძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევია ლიკვიდირებული. – სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია ცალხელა და ცალფეხა ადამიანი, ეს არის ოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა იმავე კორპუსში მცხოვრებლები არ ადასტურებენ, რომ მათ ასეთი ადამიანი […]

სასამართლომ ჩაბუქს წინასაექტრადაციო პატიმრობა გაუგრძელა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინა საექსტრადაციო ვადა კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო. ჩაბუქის ადვოკატები 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. თავად ჩაბუქმა კი სასამართლოზე განაცხადა, რომ არა თუ ტერორისტული ორგანიზაციის, არამედ არცერთი ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციის წევრი […]

პროკურატურა ჩაბუქისთვის საექსტრადაციო პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვს

საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროკურატურა საექსტრადაციო პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვს. მუსტაფა ემრე ჩაბუქს პატიმრობის ვადა დღეს ეწურება. პროკურორის განცხადებით, ჩაბუქი თურქი სამართალდამცველების მიერ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით იძებნება, რის საფუძველზეც საქართველოში დააკავეს. პროკურატურამ 6 თვის განმავლობაში შეისწავლა თურქეთიდან გამოთხოვილი მასალები, თუმცა საექსტრადაციო პროცედურები აღსრულებული არ არის და პატიმრობის ვადა უნდა გაგრძელდეს. ჩაბუქის […]

ავარია ახმეტაში – მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა

ავტოავარიის შედეგად ახმეტაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ,,ქრონიკის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სოფელ ქისტაურში მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ ხიდის მოაჯირს დაეჯახა, შემდეგ კი რამდენჯერმე ამოტრიალდა. ავტომობილის მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ. მძიმეა მძღოლის, 68 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. იმედინიუსი

სავარაუდო ტერორისტები ხელყუმბარით გარეთ გამოცვივდნენ – სპეცოპერაციის დეტალები

ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა უარყო  გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ამ ინფორმაციის საფუძველი მედიით გავრცელებული ფოტო გახდა, რომელზედაც ეზოში გარდაცვლილი ადამიანია აღბეჭდილი. გაირკვა, რომ ეს პიროვნება 3-დან ერთ-ერთი ის სავარაუდო ტერორისტია, რომლის ლიკვიდაციაც ქართველმა სპეცრაზმელებმა მოახდინეს. სავარაუდოდ, ბინაში გამაგრებულ სავარაუდო ტერორისტებს ტყვიები გაუთავდათ და, მოულოდნელად, გახსნილი […]

გომელაური – ”სპეცოპერაცია ამდენ ხანს იმიტომ გაგრძელდა, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო”

– სპეცოპერაცია ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა, რომ მოქალაქეები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არ დაშავებულიყვნენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა რეფერალურ საავადმყოფოსთან განაცხადა, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაჭრილები მოინახულა. გომელაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდა, რომ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოყოლოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. – პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის […]

სუსი – 1 პირი დაკავებულია, 3 – ლიკვიდირებული

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, როგორც სუს-ის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 სპეცრაზმელი და დაიჭრა 2. ამასთანავე დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტანენტის 2 წევრი.