მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის მეტროპოლიტენის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცი სხეულის დაზიანებით ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
– 14:15 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. კონკრეტულად რა მოხდა, ჯერ არ ვიცით. ის ამოყვანილია და გადაყვანილია საავადმყოფოში, – განაცხადეს პრესსამსახურში.

