პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი, რომელიც დონბასის ვეტერანი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრია, დარწმუნებულია, რომ თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაცია სწორედ აჰმედ ჩატაევის გასანეიტრალებლად დაიგეგმა. “მე ეს ინფორმაცია მაქვს ჩეჩენი მეგობრისგან, რომელიც ახლა ავსტრიაში ცხოვრობს, ქალაქ ვენაში. ის გავიცანი 2 წლის წინ უკრაინაში – ის უკრაინის მხარეს მოხალისედ იბრძოდა. და მან იმ ოპერაციის საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ […]
კატეგორია: სამართალი
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ”პე-ეს-პეს” აფთიაქი გაძარცვეს
სკანდალი ,,ლენდოს“ დაყაჩაღების საქმეში – ანაბეჭდები ბრალდებულ გიორგი კუკავასი არ არის და ის სხვა ყაჩაღობაში მონაწილე პირისაა
ზუგდიდში მიმდინარე წლის 16 მარტს მიკროსაფინანსო კომპანია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული გიორგი კუკავა 9 თვეა, რაც საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. კუკავა დაპატიმრების დღიდან აცხადებდა, რომ ის უდანაშაულოა და პროკურატურა არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით. საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე მოწმეებიც დაიკითხნენ, რომელთა ჩვენებებიც გამოძიების ობიექტურობაში ეჭვებს ტოვებს. ხვალ, 27 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, მანამდე კი, როგორც „ნიუპოსტისთვის“ […]
გომელაური – ”სპეცოპერაციისას ერთ-ერთი მოკლული შეიძლება ჩატაევი იყოს”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული შეიძლება, ჩატაევი იყოს, მაგრამ დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ.”ეს განცხადება გომელაურმა ქაშუეთის ეკლესიაში გააკეთა, სადაც სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. – სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. […]
ქუთაისი-ტყიბულის მიკროავტობუსი ხრესილთან მანქანას დაეჯახა – 9 ადამიანი დაშავდა
ტყიბული-ქუთაისის მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც ტყიბულის ჰოსპიტალში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ავარიის დროს დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ავარია დღეს საღამოს სოფელ ხრესილში მოხდა. ერთმანეთს ქუთაისი-ტყიბულის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის […]
ლეოგრანდის ადვოკატი კახა წერეთელი – ”პასუხისმგებლობას არავინ გაურბის”
სასტუმრო ლეოგრანდის ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და სასტუმროს მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, უსაფროების ზომების დაცვასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა. წერეთლის განცხადებით, თანამშრომელთა სრული შემადგენლობა ამ დროისთვის ადგილზე რჩება. გუშინ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა. […]
ქობულეთში სპეცოპერაცია ჩატარდა – ამოღებულია დიდი რაოდენობის იარაღი
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, სადაც დიდი რაოდენობის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია ერთი პირი. მიღებული ცნობის თანახმად, სამართალდამცველებმა ერთი პირი ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. იმედინიუსი
იმედა ქარქაშაძე – ”ჩემი კლიენტი სურხო დუდაევი არ არის”
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებული პირი სურხო დუდაევია. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა, ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” გააკეთა. ადვოკატმა კიდევ ერთხელ უარყო სახელმწიფო ბრალდება და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში რაიმე მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს დაადასტურებს, არ არსებობს. – სურხო დუდაევს […]
სასტუმრო „ლეოგრანდი“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმეს
სასტუმრო „ლეო გრანდი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმა. ინფორმაციას ბათუმის ვიცე -მერი ადასტურებს. – როგორც ჩვენთვის ცნობილი არის იყო დაჯარიმებული, ხოლო რაც შეეხება სხვა მიზეზებს, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. დაჯარიმებული იყო სხვადასხვა დარღვევის გამო, – განაცხადა ვიცე-მერმა “რუსთავი2”-თან საუბრისას.
ოკამთან 2 მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რუისთან მიკროავტობუსი ამობრუნდა
სოფელ ოკამთან ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რუისის მონაკვეთზე კი, სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა. სოფელ ოკამის მიმდებარედ ”ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რის გამოც 10-მდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. ავარიის შედეგად დაშავებულები კასპის და გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კლინიკა ”გორმედში” სხეულის დაზიანებით 4 მოზარდია მოთავსებული. კიდევ ერთი ავარია მოხდა […]










