პროკურორი მარშანია – არის თუ არა ლიკვიდირებული ჩატაევი, ვერ გეტყვით

პროკურორი მარშანია  - არის თუ არა ლიკვიდირებული ჩატაევი, ვერ გეტყვითთბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის პროცესის ფარგლებში პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, რომ ლიკვიდირებულთა ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

– არის თუ არა ლიკვიდირებული ჩატაევი, ვერ გეტყვით, ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. რაც შეეხება დაკავებულს, ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა და ჰქონდა შეიარღება, ეს დადასტური მტკიცებულებებით, – განაცხადა მარშანიამ.

პროკურორმა არ დაასახელა, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანდა დაკავებული ან დანაშაული სად იგეგმებოდა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის პროცესი მიმდინარეობს, ადვოკატი იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა, ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 21-22 ნოემბერს მიმდინარე სპეცოპერაციის დაკავებულ პირს, რომელიც გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, ბრალი პროკურატურამ გუშინ წაუყენა. 

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

იმედინიუსი