სპეცოპერაციის ზონაში სპეცრაზმის ჯავშანტექნიკა შეიყვანეს. სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის. თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელია დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველს” სუს-მა დაუდასტურა. “პირველის” კორესპონდენტი სპეცოპერაციის ადგილიდან გვაცნობებს, რომ კვლავ შეინიშნება სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილება. სპეცოპერაცია თბილისში დაახლოებით 16 საათის წინ დაიწყო. ორმხრივი სროლისა და ხელყუმბარების სროლის შედეგად დაზიანებულია ეზო და […]
კატეგორია: სამართალი
დაჭრილ სპეცრაზმელს ოპერაციისთვის ამზადებენ
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდიანრე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, მას ოპერაციისთვის ამზადებენ. გავრცელებული ინფორმაციით სპეცრაზმელი თავის არეში მძიმედაა დაჭრილი. ვრცელდება ინფორმაცია , რომ დაჭრილია კიდევ ორი სპეცრაზმელი, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება არ მომხდარა. ნიუპოსტი
ტერორისტები ხელყუმბარებს ისროდნენ – სპეცოპერაციის ადგილზე დეპუტატი ნაცვლიშვილი მივიდა – მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ფანჯრებთან არ მივიდნენ
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც 16 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ინტენსიური სროლის ხმა კვლავ ისმის. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები საცხოვრებელი კორპუსიდან ხელყუმარებს ისროდნენ. ადგილზე მობილიზებულია 15-მდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. სპეცოპერაციის ადგილზე ისნის რაიონის მაჟორიტარი ბექა ნაცვლიშვილი მივიდა და სამართალდამცავებისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, ევაკუირებულია თუ არა მოსახლეობა სპეცოპერაციის ადგილიდან: „გავერკვიე, ევაკუირებულია თუ არა მოსახლეობა, სამართალდამცავები […]
სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები შევიდა – სავარაუდოდ არიან დაჭრილები – ვიდეო
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით ადგილზე ინტენსიური სროლა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მობილიზებულია 15-მდე სასწრაფო დახმარების მანქანა და სახანძრო სამსახურები. სპეცოპერაციის ადგილას შედიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები სავარაუდოდ არიან დაჭრილები. ნიუპოსტი
სპეცოპერაციის ტერიტორიას მოსახლეობა ტოვებს
სპეცოპერაცია თბილისში – გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 2 ბინა აფეთქდა
გავრცელებული ინფორმააციით გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აფეთებულია ორი ბინა, არის ხანძარიც. ვრცელდება ინფორმაცია რომ დაჭრილა ერთი ადამიანი, თუმცა არ კონკრეტდება რომელმ მხარეს. გრძელდება ინტენსიური სროლა. სპეციპერაცია მეცხრე კორპუსის მესამე სართულზე ტარდება სპეცოპერაციის ადგილზე შევიდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა.
სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის კვამლი – ვიდეო
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველები სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების აყვანას შტურმით ცდილობენ. მიმდებარე ტერიტორიაზე ისმის სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა. კორპუსიდან, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებიან, ძლიერი კვამლი ამოდის. ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ დასტურდება.
სადარბაზოს სამი სართული მთლიანად არის დანგრეული – აფეთქება და სროლა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას პირებმა, რომელთა დაკავებასაც სამართალდამცველები ცდილობენ, ცეცხლი გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, საცხოვრებელი კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მათ სამართალდამცველები საკუთარ სახლში ამ დრომდე არ უშვებენ. „აფეთქებების ხმამ და სროლამ გამოიწვია მოსახლეობის პანიკა. სადარბაზო დაცალეს სადაც სავარაუდოდ ეს ტერორისტები ცხოვრობდნენ და ფოტომასალა გვაქვს, სადაც […]
საფრანგეთში 30 წლის კობა პაპაშვილი მოკლეს
30 წლის კობა პაპაშვილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი ქალაქ ბულონ-სულ-მერში პორტის ტერიტორიაზე ქუჩაში იპოვეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალადამცავები მივიდნენ. დაკავებულია ქართველი მძღოლი, რომელსაც ბრალად 30 წლის თანამემამულის მკვლელობა ედება. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. პაპაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მკვიდრია. თანასოფლელების ინფორმაციით, იგი საფრანგეთში მამასთან ერთად მძღოლად მუშაობდა. გარდაცვლილს მეუღლე და […]
დაკავებულია პირი, რომელმაც სპეცრაზმს ესროლა – სპეცოპერაცია გრძელდება
გაბრიელ სალოსის გამზირის მე-5-ე კორპუსში ამ წუთებშიც მიმდინარეობს სპეცოპერაცია. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გახსნა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გასროლი ხნმა დაახლოებით ერთი საათის წინ გაიგეს, თუმცა იქვე აღნიშნავენ რომ სამართალდამცავებს არ გაუფრთხილებიათ სპეცოპერაციის შესახებ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია ადგილობრივებში. ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, გაბრიელ სალოსის გამზირზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. შეგახსენებთ, რომ […]










