– სასწრაფოდ შეწყდეს კრემლის მიერ დადგმული სცენარი!“ – ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართელოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, შინაგანი ჯარის ყოფილი სარდალი, გენერალი გოგი თათუხაშვილი წერს „გამოცხადდეს ნახევარ საათიანი მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მალაპარაკეთ ჩეჩნებთან. მთლიან პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. დაინდეთ ჩვენი სპეცრაზმელები! – წერს თათუხაშვილი.
კატეგორია: სამართალი
ბინა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პანკისის ხეობის მკვიდრს ეკუთვნის
ბინა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ასლანბეგ ჯაბრაილოვს ეკუთვნის, – ამ ინფორმაციას ჯაბრაილოვის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. არსებული ინფორმაცით, ჯაბრაილოვმა ბინა ერთი თვის წინ ცოლისძმის, 38 წლის რ. გ-შვილის დახმარებით გააქირავა. ჯაბრაილოვის ცოლისძმაც პანკისის ხეობის მკვიდრია, თუმცა მასთან დაკავშირებას ოჯახის წევრები ვეღარ ახერხებენ. გავრცელებული ინფორმაციით იგი დუისის პოლიციის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს […]
სპეცოპერაციის ადგილზე მოსალაპარაკებლად ჩეჩენი ეროვნების პიროვნება მიიყვანეს
სპეცოპერაციის ადგილას შტურმი დაიწყო
დათა ახალაია: „შემიძლია, სასამართლოს ისეთი ინფორმაცია მოვაწოდო, რომელიც სრული ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება“
– საჭიროდ არ ვთვლი, ვთქვა, სად ვარ, თუ აუცილებელია, მოგახსენებთ. შემიძლია, სასამართლოს ისეთი ინფორმაცია მოვაწოდო, რომელიც სრული ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება“, – ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიამ დისტანციური დაკითხვისას გააკეთა. – მელნიკოვთან ერთად სააკაშვილთან ცხოვრებაში არ მივსულვარ. თუ სააკაშვილთან დავდიოდი, ეს სახელმწიფო საკითხებს და საქმეს ეხებოდა. სააკაშვილს არ განუცხადებია, რომ გირგვლინის საქმეზე […]
ექიმი: „დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურად ჩანაცვლება“
დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმ- რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. – პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკული […]
შს მინისტრმა მთავრობის სხდომა დატოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში აღარ იმყოფება და სხდომა მისი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, იმყოფება თუ არა გიორგი გახარია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილზე. შინაგან საქმეთა სამისნიტროში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მათი უწყების შესაბამისი დანაყოფები მიმდინარე სპეცოპერაციისას სახელმწიფო უსაფრთხოების […]
სუსი – 1 პირი დავაკავეთ, დანარჩენების დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ეს პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები
სუს–ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ […]
სპეცოპერაციის ადგილას შტურმისთვის ემზადებიან
,,ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში სპეცოპოერაციის ადგილას სავარაუდოდ შტურმისთვის ემზადებიან, სპეცდანიშნულების რაზმის ქვედანაყოფები ადგილზე არიან მობილიზებული. სამართალდამცველები იმ კორპუსს მიუახლოვდნენ, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები არიან მობილიზებულები. როგორც “იმედის” კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები აღარ გადაადგილდებიან. თუმცა, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ბრიგადები, ასევე სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა დამატებითი სპეცტექნიკა ისევ შეიყვანეს. ტერიტორია კვლავ გადაკეტილია. ამჟამად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სროლის […]
“ამ კორპუსში ჩეჩნებს ჰქონდათ ბინა ნაქირავები” – სპეცოპერაციის ექსკლუზიური დეტალები
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბრობენ. მათი თქმით სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ასევე ისინი ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირები, რომელთა ბინაშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს წარმოშობით ჩეჩნეთიდან არიან. – ცნობით არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ ჩეჩნები არიან, შეხება არ მაქვს… სროლები ღამის 5 სათიდან დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. დამწვარია 2 ბინა, […]










