სპეცოპერაციის ზონაში ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

სპეცოპერაციის ზონაში ჯავშანტექნიკა შეიყვანესსპეცოპერაციის ზონაში სპეცრაზმის ჯავშანტექნიკა შეიყვანეს. სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის.

თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სპეცრაზმელია დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველს” სუს-მა დაუდასტურა.
“პირველის” კორესპონდენტი სპეცოპერაციის ადგილიდან გვაცნობებს, რომ კვლავ შეინიშნება სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილება.

სპეცოპერაცია თბილისში დაახლოებით 16 საათის წინ დაიწყო.

ორმხრივი სროლისა და ხელყუმბარების სროლის შედეგად დაზიანებულია ეზო და მესამე სართულზე აფეთქებულია ორი ბინა. ტერორიზმში ეჭვმიტანილები, გავრცელებული ინფორმაციით, მეექვსე სართულზე არიან გამაგრებული.

პირველი