დაკავებულია პირი, რომელმაც სპეცრაზმს ესროლა – სპეცოპერაცია გრძელდება

დაკავებულია პირი, რომელმაც სპეცრაზმს ესროლა - სპეცოპერაცია გრძელდებაგაბრიელ სალოსის გამზირის მე-5-ე კორპუსში ამ წუთებშიც მიმდინარეობს სპეცოპერაცია. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გახსნა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გასროლი ხნმა დაახლოებით ერთი საათის წინ გაიგეს, თუმცა იქვე აღნიშნავენ რომ სამართალდამცავებს არ გაუფრთხილებიათ სპეცოპერაციის შესახებ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია ადგილობრივებში. ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, გაბრიელ სალოსის გამზირზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციას თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. ადგილზე ასევე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურები