“პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს,” – ეს განცხადება სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ გაავრცელა. „კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია,“ – […]
კატეგორია: სამართალი
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას სროლა ატყდა
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ დრომე გაბრიელ სალოსის გამზირის 160 ნომერშ მიმდინარე სპეცოპერაცია ჯერაც არ დასრულებულა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტერაქტის ბრალდებით უცხო […]
გაბრიელ სალოსის გამზირზე უცხოელ ტერორისტებს იჭერენ? – მიმდინარეობს სპეცოპერაცია
გაბრიელ სალოსის გამზირზე, 160 ნომერში პოლიციის მრავალრიცხოვანი ჯგუფებია მობილიზებული. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სამართალდამცველებს პერიმეტრზე პოლიციის ლენტი აქვთ შემოვლებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ. შესავლის უფლებას არც ადგილობრივებს აძლევენ. რუსთავი2-ის ინფორმაციით, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ ადასტურებს, მიმდინარეობს ტერორიზმთან კავშირში მყოფი რამდენიმე, სავარაუდოდ უცხოელის დაკავების ოპერაცია.
„ინტერტრანსის” ოფისიდან 30 ათასი ლარი მოიპარეს
რუსთავში კომპანია ,,ინტერტრანსის” ოფისი გაქურდეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ განაცხადა, ოფისის სალაროდან 30 ათასი ლარის ოდენობის თანხაა წაღებული. – ქურდობა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყვნენ სამართალდამცავები და ექსპერ-კრიმინალისტების ჯგუფი, – აღნიშნა სოფო ცერცვაძემ. მისივე თქმით, ოფისიდან მხოლოდ თანხაა წაღებული. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლითაა […]
“თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ”- რა გახდა ბათუმში 24 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?
ბათუმში ე.წ ბენზეს დასახლებაში, 24 წლის ქალის გარდაცვალების საქმეს შს სამინისტრო თვითმკვლელობის მუხლით სწავლობს, თუმცა ამ ვერსიას გამორიცხავენ მეზობლები. მათი განცხადებით, გოგონა სახლში მამიდასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დღეები მარტო იყო. მეზობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილის საცხოვრებლიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც მეზობლებმა გოგონასთან დარეკეს და კარებზეც დაუკაკუნეს. მან არც ტელეფონის ზარებს უპასუხა და არც […]
თემქაზე 2 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა
თბილისში, თემქის მე-11 მიკრო რაიონში მომხდარ ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთთ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვები ისხდნენ. თვითმხილველთა თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი კი ამოტრიალდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი
ზუგდიდის სასაფლაოზე ნაპოვნ მამაკაცს ჯინსის შარვალი ეცვა – ახალი დეტალები
ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული, მესაფლავეებმა შემთხვევით ახალი საფლავის გაჭრისას აღმოაჩინეს. ააიპ „სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომლის ანზორ კალანდიას თქმით, ცხედარი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული და ისე იყო ჩამარხული. — ვიზუალური დათვალიერებით ის ახალგაზრდა ჩანდა. ჯინსის შარვალი, შავი სპორტული ზედა და ბათინკი […]
ზუგდიდის სასაფლაოზე 90-იან წლებში მოკლული მამაკაცის ნეშტი იპოვეს
ზუგდიდის სასაფლაოზე, სავარაუდოდ, 90-იან წლებში მოკლული მამაკაცის ნეშტი იპოვეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ნეშტი მესაფლავეებმა ე.წ. ქაფათის სასაფლაოზე ახალი საფლავის გათხრისას იპოვეს. ცხედარი 50 სანტიმეტრის სიღრმეში იყო ჩამარხული. თვითმხილველთა ინფორმაციით, ვიზუალური დათვალიერებით მამაკაცი, დაახლოებით, 90-იან წლებშია მოკლული, თუმცა პარკში გაახვიეს და ახლახან დაასაფლავეს. ნეშტს ექსპერტიზა უტარდება. ნიუპოსტი
„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი საბა უგრეხელიძე 15-მა პირმა თბილისის ცენტრში ცემა
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობ საბა უგრეხელიძეს თავს დაესხნენ. მსახიობი სასტიკადაა ნაცემი. ამასთან, გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. საბა უგრეხელიძე ყვება, რომ ქალაქის ცენტრში თავზე 15 პირი დაესხა. მსახიობი არ გამორიცხავს, რომ ანგარიშსწორება ორგანიზებული იყო და სერიალში შესრულებულ როლს უკავშირდებოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]
ბათუმში 24 წლის ქალის ცხედარი იპოვეს
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 24 წლისაა და მისი ცხედარი დილით აღმოაჩინეს. მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.










