კატეგორია: სამართალი

თბილისში ზებრაზე მიმავალ დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში “ლექსუსის” მარკის ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მოსკოვის გამზირზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, შემთხვევისას დედა შვილს გადაეფარა, რის გამოც დაზიანება მიიღო. ბავშვი უვნებლად გადარჩა დედა კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიუპოსტი

ოთარ აბესაძეს ჰოსპიტალში გადაიყვანენ

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელთან, ოთარ აბესაძესთან ამ დრომდე ფსიქოლოგები მუშაობენ, სავარაუდოდ 23 ოქტომბერს კი მას ჰოსპიტალში გადაიყვანენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, საავადმყოფოში აბესაძეს საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაუტარდება. მისივე თქმით, ბრალდებულისთვის საფუძვლიანი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მისი ჰოსპიტალში მოთავსება თავად სამხარაულის ექაპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოთხოვნით მოხდება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აბესაძეს არამხოლოდ ფსიქოლოგიური […]

პროკურატურამ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

2017 წლის 25 სექტემბერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო ტრანსგენდერი ქალის – ს.ო.-ს ცემისთვის ბრალდება წარედგინა ა.გ.-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი). საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ბრალდებულმა ა.გ.-მ ხელის მრავალჯერადი დარტყმით დაზიანებები მიაყენა […]

ყვარელში 24 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 24 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გარდაცვლილი მეზობელმა ნახა და პოლიციას შეატყობინა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. ადგილობრივების თქმით, ქალს ოჯახის წევრებთან უთანხმოება ჰქონდა და არ გამოირიცხება, რომ სუიციდის მიზეზი სწორედ მათთან დაპირისპირება გამხდარიყო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით […]

ექიმმა, რომელსაც ესკალატორის შიში ჰქონდა, პაციენტს ვერ მიუსწრო – დეტალები მეტროში 45 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „ნიუპოსტს“ დაუდასტურეს. როგორც ცნობილია მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სოციალური ქსელის ერთერთი მომხმარებელი თაკო კ. ფეისბუქის გვერდზე მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს: ,,მხოლოდ საქართველოში შეხვდები ექიმს, რომელსაც თურმე სიმაღლისა და […]

ნანა კაკაბაძე პროკურატურაში დაიბარეს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საქმე უფლებადამცველის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლითაც კაკაბაძე ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ოხანაშვილი ჩვენებაში ნანა კაკაბაძეს, ადვოკატ ირმა ჭკადუასა და დეპუტატ ეკა ბესელიას საპატრიარქოში არსებულ შეწყალების კომისიის მეშვეობით კორუფციულ გარიგებებში […]

ФСБ-მ ლარსის გამშვებ პუნტქზე ახალგაზრდა ტერორისტი ქალი დააკავა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის, ФСБ-ს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსზე” დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსეთში პოტენციალურ ტერორისტების გადაბირებას ახდენდა. რომელი ქვეყნის მოაქალაქეა დაკავებული ქალი, სამართალდამცველები არ აცხადებენ. “სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსის” მგზავრების ნაკადში გამოვლენილია და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელიც შემჩნეულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. დაკავებული ეჭვმიტანიალია […]

უჩა ნანუაშვილი: „ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველი ხელისუფლებისთვის ყოველთვის არაკომფორტული იყოს“

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილისთვის უცნობია, ვის წარადგენენ სახალხო დამცველის პოსტზე. – ამ კითხვის ადრესატი არ ვარ. ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის არაკომფორტული იყოს ხელისუფლებისთვის, – განაცხადა ჟურნალისტებთან უჩა ნანუაშვილმა. ასევე უცნობია, სად გააგრძელებს მუშაობას უჩა ნანუაშვილი. მას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

ლიბიაში ქართველი მეზღვაურები პატიმრობაში დატოვეს

ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურის სასამართლო პროცესი მოულოდნელად, რამდენიმე საათის წინ გაიმართა. ინფორმაციას “იმედთან” ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახის წევრი ადასტურებს. პროცესი 17 ოქტომბრისთვის იყო დანიშნული, თუმცა რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი დაკავებული, რომა კაკალაძე ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და აცნობა, რომ პროცესზე წაიყვანეს. სალომე კაკალაძე აცხადებს, რომ ის დაკავებულ ძმას, რომა კაკალაძეს ელაპარაკა, რომელმაც სასამართლო პროცესის შესახებ მოუყვა. ოჯახის ინფორმაციით, […]

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა. დამნაშავე მძღოლი ადგილიდან მიიმალა. ამის შესახებ “პირველს” თვითმხილველმა აცნობა. მომხდარს “პირველი” შსს-ში არკვევს.