კატეგორია: სამართალი

დეპუტატ გიუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებმა დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურში 50.000 ევროიანი საქმე მოუგეს

2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის დეპუტატ კახა გიუაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულებმა დავით მინდაძემ და ვალერიან ნემსიწვერიძემ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. სტრასბურგის სასამართლომ, საქმეში “მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ”, სახელმწიფოს ჯამში 50.000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა, საიდანაც 28.000 ევრო დავით მინდაძეს, ხოლო 16.000 ევრო ვალერიან ნემსიწვერიძეს მორალური ზიანისათვის უნდა გადაუხადოს. დავით მინდაძე და ვალერიან ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს დააკავეს და დამნაშავედ 2007 […]

მინდია გორაძე ციხიდან არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაათავისუფლეს

კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი, სასჯელაღსრულებით დაწესებულებას ტოვებს. კანონიერი ქურდი, რომელთან მჭიდრო კავშირშიც ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებდა არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაათავისუფლეს. მეშვიდე საპყრობილესთან დილიდან გორაძის ახლობლები იყვნენ შეკრებილები, თავად კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაწესებულება დაბურულმინებიანი ავტომობილით დატოვა. კანონიერი ქურდი ჯგუფური გამოძალვის ორგანიზებაში იყო ბრალდებული. – საქართველო რატომ უნდა დატოვოს? მას აქვს უფლება წავიდეს სახლში და დაიძინოს, […]

თბილისში გაზგასამართი სადგური აფეთქდა – დაშავდა 3 ადამიანი

თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად  3 ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დაშავებულები სტაციონარში არიან გადაყვანილები. უწყების ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. შენობის სახურავი და დანადგარი დაზიანდა. ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა. მედიამაილ.გე

საშინელი ავარია სართიჭალასთან – დაიღუპა 2 ქალი, დაშავდა 7 ადამიანი

სოფელ სართიჭალასთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ქალი გარდაიცვალა და 7 პირი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები 30-ს და 50 წლის ქალები არიან. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი

ნინო დარსალია: “გამომძიებელმა მითხრა, გია გორგოშაძე ჯადოქრობაში გდებს ბრალსო”

– არ გამოვრიცხავ, გია გორგოშაძემ საკუთარ კომპანიაში ცეცხლი გააჩინოს და მე დამაბრალოს, – ამის შესახებ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, გამოძიება მუშაობდა ანგარიშსწორების ვერსიაზეც, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენის გატაცება მისმა ყოფილმა მეუღლემ ნინო დარსალიამ შეუკვეთა და საქმეში ჩართო მეგობარი ქალი ლალი ე. ვიდეომასალაში, სადაც ბრალდებულების […]

ზუგდიდში ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს

ცოტა ხნის წინ ზუგდიდში ბიზნესმენ ლევან ქუჩულორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 43 წლის მამაკაცს, რომელიც თხილის ბიზნესითაა დაკავებული, 3 ტყვია აქვს მოხვედრილი, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქუჩულორიას სასწრაფო ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ნიუპოსტი

ავარია ქუთაისში – დაშავებულია ბავშვი

ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა). კვირა.გე

მუხიანში მამაკაცი დენმა მოკლა

თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს დენმა დაარტყა და სწორედ აღნიშნული გახდა ფატალური შედეგის მიზეზი. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დეპუტატი კობა ნაყოფია კიევში დააკავეს

– საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია კიევში, ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, – ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

ავარია შინდისთან – 3 წლის ბავშვი უსაფრთხოების ბალიშმა მოკლა

სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა დღეს მომხდარ ავარიას გორის მუნიციპალიტეტში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა სოფელ შინდისთან ახლოს, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა. შეჯახების შედეგად უსაფრთხოების ბალიში გაიხსნა და მძღოლთან მჯდომმა ბავშვმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიიღო. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.