კატეგორია: სამართალი

​ახალქალაქში პოლიციაა მობილიზებული 

​ახალქალაქში პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ფოტომასალას “jnews” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მანქანები კუმურდოსა და ვაჩიანი–კარწახის გზის გადაკვეთაზე დგას. გამოცემის ინფორმაციით, კუმურდოშისაარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. დღის პირველ ნახევარში მცირე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ​ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მარკირებას არ უმოწმებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება პრევენციის მიზნით ხდება.

შსს: მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალა შევიყვანეთ

შინაგან სამეთა სამინისტრო მარნეულში სპეცდანიშნულების რაზმის ჩაყვანას უარყოფს. – არჩევნების დღეს საპოლიცო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, – განუცხადეს “ნიუპოსტს” შსს-ში. ადგილობრივი მედიის ცნობით კი პოლიციის უკან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ე.წ. […]

თბილისში 12 წლის ქეთევან ქურდოვანიძეს ეძებენ

თბილისში 12 წლის ქეთევან ქურდოვანიძეს ეძებენ. გოგონა ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვი 20 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათისთვის სავარაუდოდ, უიარაღოს ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით გავიდა სახლიდან და ამ დრომდე არ გამოჩენილა. თუ ვინმეს გაგაჩნიათ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ნომრებზე – 593209901  591934112 2960799 გოგონას ფოტო და ინფორმაცია ოჯახის თხოვნით ვრცელდება. 1tv.ge

თელავის მერობის კანდიდატს საბანკო ანგარიში დაუყადაღეს

ლეიბორისტული პარტიიდან თელავის მერობის კანდიდატს, ნიკოლოზ ვარდოშვილს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე „საქართველოს ბანკში“ ანგარიში დაუყადაღეს. მას თელავის საოლქო–საარჩევნო კომისიაში „მომხდარი ინციდენტის“ გამო სასამართლოს მიერ დაკისრებული 500 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობას ედავებიან. მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ჯარიმა გადახდილი აქვს. – არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, „საქართველოს ბანკმა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნით ანგარიში დამიყადაღა. „საქართველოს ბანკში“ ვერ ამიხსნეს, […]

მღებრიშვილი – “სროლას მარნეულში პოლიტიკურ ჭრილში ნუ განვიხილავთ”

– გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მინისტრის განცხადებით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. – მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად […]

მთაწმინდაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს

მთაწმინდის რაიონში, მაჩაბლისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. შემთხვევის  ადგილზე ერთი ვაზნაა ნაპოვნი. დაჭრილი ნიუ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. იმედინიუსი

გორში პოლიციელი რევაზ ოქროპირიძე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს – იქვე იარაღი და ტელეფონი ეგდო

19 ოქტომბერს გორში კომბინატის დასახლებაში ერედვის პოლიციის განყოფილების მოკლული თანამშრომელი, რევაზ ოქროპირიძე საკუთარ მანქანში იპოვეს. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. პოლიციელი რევაზ ოქროპირიძე ცხინვალის რეგიონიდან დევნილია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ადგილი, სადაც გარდაცვლილი პოლიციელი იპოვეს დაუსახლებელია და ერთ-ერთ რესტორანთან ახლოს მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ. შემთხვევის ადგილზე პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ. გამომძიებლებს იქ იარაღი […]

მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ​ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ​ჯეიხუნ ჩოვდაროვი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მარნეულში “ქართული ოცნების” ოფისს თავს დაესხნენ და კანდიდატის გარდა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მაღაზიაში „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ ყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა

მაღაზიაში „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ ყუმბარით შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოლარეს ფული გამოსძალა. მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟიჰქონდა. შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.

თორნიკე მამალაძე: “მამა გიორგი მამალაძე გაწირეს”

გასულ კვირას სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ციანიდის საქმეს შეისწავლის. აქამდე სინოდის წევრები აცხადებდნენ, რომ სრულად ენდობოდნენ პროკურატურას. სინოდის ბოლო გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა იმედი, რომ ციანიდის საქმეზე დაკავებულმა მამა გიორგიმ შესაძლოა, თავისი უსამართლობის დამტკიცება შეძლოს. საზოგადოების იმედიანად განწყობილი ნაწილისგან განსხვავებული მოლოდინები აქვს დეკანოზის ოჯახს. მამა გიორგის ძმა, თორნიკე მამალაძე, “ახალ […]