პროკურატურამ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა2017 წლის 25 სექტემბერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის გამო ტრანსგენდერი ქალის – ს.ო.-ს ცემისთვის ბრალდება წარედგინა ა.გ.-ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ბრალდებულმა ა.გ.-მ ხელის მრავალჯერადი დარტყმით დაზიანებები მიაყენა ტრანსგენდერ ს.ო.-ს გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის მოტივით, რის შედეგადაც ს.ო.-მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად. სასამართლოს განჩინებით ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

ნიუპოსტი