სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ის უდანაშაულოდ ცნო. მკვლელობის საქმეში გამართლებულის, ასლან ბეჟანიძის საქალაქო სასამართლოს განაჩენი მთავარმა პროკურატურამ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა საქმე კვლავ წააგო. ბრალდებულის ოჯახის წევრები განაჩენს ოვაციებით შეხვდნენ. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ საქმეში ცრუ მოწმეები და მტკიცებულებები იყო. განსხვავებულია ბრალდების პოზიცია, პროკურატურა […]
კატეგორია: სამართალი
“იარაღის თავში ჩარტყმით ძირს დააგდო დიასახლისი და ხელ-ფეხი შეუკრა”- დიდ დიღომში მომხდარი ყაჩაღობის დეტალები
დიდ დიღომში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ “ნიუპოსტს” თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. “თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ლაშა თ.-ს, ბრალად ედება ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, […]
შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე გარდაიცვალა
რამდენიმე დღის წინ შარტავას ქუჩაზე თვითმკვლელობის მცდელობის დროს დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. […]
სკანდალი – “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლებს და კატებს ინგლისური მარილით ხოცავს”
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელის თემურ ლაჭყებიანის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თავშესაფარში ძაღლებსა და კატებს ინგლისური მარილით ხოცავს. ამის შესახებ ნაჭყებიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ვიდეომასალაც გაავრცელა. მისი განცხადებით, ინექციის სახით ინგლისური მარილის მოხვედრა ცხოველის ორგანიზმში მის სიკვდილს იწვევს. – ინგლისური მარილის შეყვანა ცხოველის ორგანიზმში იწვევს მისი სიკვდილს უსასტიკესი მეთოდით. თითქოს სააგენტო ამ მარილს იყენებს […]
ერთი დაღუპული – ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და ამობრუნდა. დაშავებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ციანიდის საქმის ექვსივე ადვოკატი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული
ციანიდის საქმის ექვსივე ადვოკატი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. მისი თქმით, ადვოკატების ნაწილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში ხვალ, ნაწილი კი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოცხადდება. მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ 12:00 საათზე მივა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უფლებადამცველმა განუცხადა, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუ რაზე დაიბარეს გამომძიებლებმა საგამოძიებო […]
მალხაზ ველიჯანაშვილი – ”ჩვენთვისაც გაუგებარია, ვინ მიაყენა სანდრო გირგვლიანს სასიკვდილო ჭრილობები”
საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხა. მათ შორის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ორი ექსპერტი, მაღაზიის გამყიდველი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი. საქმის ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოწმეების ჩვენების მიხედვით, დავით ახალაის ბრალეულობა არ იკვეთება, ვინიადან, მისივე თქმით, მათ ჩვენებებს ბრალთან შემხებლობა არ გააჩნიათ. დავით ახალაის ადვოკატი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში, მათთვისაც […]
უბედური შემთხვევა თელავში – გარდაცვლილია 18 წლის ბიჭი
მძღოლმა მარჯვენა ხელი საჭეს მოჰკიდა, მარცხენა ხელის შუათითი მაჩვენა და დიდი სიჩქარით დაძრა მანქანა – დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები საუბრობენ
17 მაისს, გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვენ. საქმე იმ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხება, რომელსაც დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ემსხვერპლა. ბექა ხახუბია პატრულის მიერ განხორციელებული დევნის ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. დეპუტატის შვილის ავტომანქანას, გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა შეუზღუდეს. საქმეზე ბრალი პატრულ-ინსპექტორებს, ზურაბ რუსიშვილსა […]
მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოში უჩივის
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოში უჩივის. საქმე პატრიარქის ქორეპისკოპოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელშიც მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილს გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი აგენტი უწოდა. რამიშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება მისი პატივისა და ღირსების შელახვაა, რის გამოც მეუფე იაკობს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მეუფე იაკობმა ის აგენტ-პროვოკატორად მოიხსენია, როგორც დეკანოზის, ასევე სანდრო […]










