კატეგორია: სამართალი

წალკაში პოლიციელმა “საქართველოს ბანკი” გაძარცვა

გუშინ დილით წალკაში “საქართველოს ბანკი” გაძარცვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში დაკავებულის და ბანკისთვის მიყენებული ზარალის შესაძლო ოდენობის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. თუმცა, როგორც imedinews-ს სამინისტროში განუმარტეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს Ipress-იც, რომლის ინფორმაციითაც მძარცველი დაცვის პოლიციის თანამშრომელი […]

ჩხვირკია და ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან – სასამართლომ ელისო კილაძის თავდებობა არ გაითვალისწინა

11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. საპროცესო კანონის წესით დღეს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით იმსჯელა. პროცესს მხოლოდ ირაკლი ჩხვირკია ესწრებოდა, მერაბ ღოღობერიძე სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა, მას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა. სასამართლო პროცესზე პროკურორები ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენას, დაცვის მხარე კი მათი […]

ბათუმში ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი ხიმშიაშვილის ძმამ, რამაზ ხიმშიაშვილმა, დაჭრა – რას ამბობენ თვითმხილველები

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი, ხიმშიაშვილის ძმამ რამაზ ხიმშიაშვილმა სამშენებლო კომპანია „რეალ-პალასის“ ოფისთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა – აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, ოჯახურ უთანხმოებას უკავშირდება. დაცვის თანამშრომელი ვანო კუნჭულია იხსენებს, რომ სროლის ხმაზე ტერიტორიიდან გამოსულმა კომპანიის დამფუძნებელი დაჭრილი დაინახა. – როდესაც ხმა […]

წალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

წალენჯიხაში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი ბანკის “ექსპრეს ფეის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. ინციდენტი დღეს მოხდა. ფაქტი “პირველს” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულიხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

გლდანში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს – მამაკაცი სადილს ამზადებდა და გაზქურიდან ცეცხლი მკლავზე წაეკიდა

გლდანში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული არიან შს სამინისტროს წარმომადგენლები. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ვულკანიზაციაში მუშაობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი სადილს ამზადებდა და გაზქურიდან ცეცხლი მკლავზე წაეკიდა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხადარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე […]

საქართველოში 871 ცალი ბრილიანტი მალულად შემოიტანეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოში 871 ბრილიანტის თვალი შემოიტანეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო – საავტომობილოს“ გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა. ხოლო, ორ შემთხვევაში, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები საერთო ჯამში, 900 გრამი […]

ელისო კილაძე შს მინისტრ მღებრიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს დაწყებას გეგმავს

“ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღო. დოკუმენტი დავით ხარშილაძეს გუშინ გადაეცა. ელისო კილაძის განმარტებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერება ბრალდებულს სამართლადამცველებმა ჩაუდეს. მისი თქმით, გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია, რომ საქმე მიმართული იყო არა დავით ხარშილაძის, არამედ „ქრონიკა პლუსის“ წინააღმდეგ. განაჩენის […]

47 წლის ჯარჯი ჭითანავა ზუგდიდში სამსახურში გარდაიცვალა

ზუგდიდში კაცის სამსახურში გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ამის შესახებ “პირველს” შს სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა უთხრა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, 47 წლის ჯარჯი ჭითანავაა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით […]

იტალიაში საქართველოს 43 წლის მოქალაქეს 16 თვე ციხე მიუსაჯეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური გამოცემა Sulpanaro წერს, გამოძიება 43 წლის ქართველ კაცს ქურდობაში სდებს ბრალს. როგორც გაირკვა საქართველოს მოქალაქეს კრიმინალური წარსული აქვს. ის ქურდობისთვის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. ამჯერად პოლიციამ ის ქალაქ მოდენას ერთ-ერთ სუპერმარკეტში ქურდობისას აიყვანა. ბრალდების მიხედვით, დაკავებულმა სხვადასხვა სექციიდან პროდუქტები მოიპარა, რის გამოც დაცვის სამსახურმა გაჩხრიკა. დაკავებისას მისი ჩანთა ალუმინის ფირფიტებით გაწყობილი აღმოჩნდა, რაც მაღაზიის დეტექტორების სიგნალს ახშობდა. შესაბამისად, მოპარული ნივთების გატანას […]

რუსთავში 12 წლის გოგონაზე 40 წლის მოძალადე პოლიციამ დააკავა

პოლიციამ რუსთავში, 12 წლის გოგონას მიმართ ძალადობისა და ცემის ფაქტზე ბრალდებული დააკავა. სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მეზობლების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი არარულწლოვანს სადარბაზოსთან დახვდა, პირზე ხელი ააფარა და კორპუსის სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. ბავშვმა ყვირილი მოახერხა, რის შემდეგაც […]