კატეგორია: სამართალი

თამარ მეფის ხიდთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა

ერთი ადამიანი დაშავდა თამარ მეფის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურსა და ავტობუსის გაჩერების აღმნიშვნელ ნიშანს შეეჯახა და ამოტრიალდა. პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებული მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]

ზუგდიდში დათო შენგელიას ქვის საამქრო დააყაჩაღეს და 8.000 ლარი წაიღეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში ქვის საამქრო დააყაჩაღეს. აღნიშნული საამქრო ყოფილი “ტყის ძმების” მეთაურის, დათო შენგელიას კუთვნილებაა. წაღებულია 8.000 ლარამდე. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 179-ე მუხლი (ყაჩაღობა) გულისხმობს თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის […]

რატომ მოიკლა თავი 14 წლის ნიკა ბულაშვილმა დედისა და 10 წლის დის თვალწინ – ოჯახს ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპზე” აქვს ეჭვი

14 წლის ნიკა ბულაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დედისა და 10 წლის დის თანდასწრებით 2 თვის წინ დაასრულა. მოზარდი დღის 4 საათზე მე-14 სართულიდან გადახტა. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ არასრულწლოვანს ემუქრებოდნენ. ბულაშვილები გამოძიების შედეგებს ელოდებიან, პარალელურად კი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს მიმართავენ. ისინი ილია მეორეს სთხოვენ კურთხევას მართლმადიდებლური წესით წესის აგებაზე. ბულაშვილები ამბობენ, რომ საშიშ ინტერნეტ თამაშის “ლურჯი […]

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მეხუთე სართულიდან 30 წლის მამაკაცი გადმოვარდა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობის მეხუთე სართულიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცს 9 თვის ბავშვი დარჩა. როგორც ირკვევა, ის სამსახურში დღეს პირველად გავიდა. ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყების პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. ნიუპოსტი

თელავში 72 წლის კაცი მოკლეს – ბრალდებულია პირი, რომელმაც 2 დღის წინ დედა-შვილი სცემა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 72 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულია პირი, რომელმაც ამავე სოფელში ორი დღის წინ დედა-შვილი სცემა. როგორც “ინტეპრესნიუსს” სოფლის რწუნებულმა ბონდო მიქაძემ განუცხადა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ თანასოფლელს ბლაგვი საგნით თავში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მისივე თქმით, შემთხვევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. შსს ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ორივე […]

გრიგოლ მიქავას თენგიზ გუნავას ცოლისძმამ, გია ჭაბუკიანმა, ესროლა

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროს გრიგოლ მიქავას დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ნიუპოსტის ინფორმაციით, დაჭრეს. შემთხვევა გუშინ საღამოს ზუგდიდის ცენტრში მოხდა. მიქავა მუხლის არეში არის დაჭრილი. როგორც ირკვევა, საკრებულოს აპარატის უფროსს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ გუნავას ცოლისძმამ – გია ჭაბუკიანმა ესროლა. თვითმხილველთა განცხადებით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანხას უკავშირდება. ამ ეტაპზე […]

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაჭრეს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაჭრეს. არსებული ინფორმაცით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა ფუნიკულიორის ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით გრიგოლ მიქავას. ტელეფონზე ქალმა გვიპასუხა, რომელიც ოჯახის წევრად გაგვეცნო. მან გვითხრა, რომ გრიგოლ მიქავა თავს კარგად გრძნობს, თუმცა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ჩვენი კითხვის მოსმენის შემდეგ, დაიჭრა თუ არა ის ცეცხლასასროლი […]

“ოცნების” ფოტოების ატვირთვის გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელ გოგიტა გოგიტიძეს 2.000 ლარი ჯარიმა ემუქრება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 27 სექტემბერს, #79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის ატვირთვა. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ორიათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის […]

აეროპორტის ტრასაზე ჯიპი მანის ლურჯ ავტობუსს შეეჯახა

თბილისში, აეროპორტის ტრასაზე, ჯიპის ტიპის ავტომობილი “მანის” ლურჯ ავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც 3 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. აიპრესი

კახეთში დედა-შვილი ოჯახის სხვა წევრებმა სცემეს

კახეთში, სოფელ კონდოლში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხვადასხვა სახის დაზიანებებით არიან მოთავსებული. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ოჯახის წევრებს შორის ქონების განაწილებაში შეუთანხმებლობას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება  სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას და მიმდინარეობს სამუშაოების ბრალდებულის დასაკავებლად. ნიუპოსტი