საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელის თემურ ლაჭყებიანის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თავშესაფარში ძაღლებსა და კატებს ინგლისური მარილით ხოცავს. ამის შესახებ ნაჭყებიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ვიდეომასალაც გაავრცელა.
მისი განცხადებით, ინექციის სახით ინგლისური მარილის მოხვედრა ცხოველის ორგანიზმში მის სიკვდილს იწვევს.
– ინგლისური მარილის შეყვანა ცხოველის ორგანიზმში იწვევს მისი სიკვდილს უსასტიკესი მეთოდით. თითქოს სააგენტო ამ მარილს იყენებს დატყვევებული პირუტყვის საფაღარათე საშუალებად, არის ტყუილი. გახსნის დღიდან დღემდე 17.000 ერთეულია შეძენილი. 17.000 პირუტყვს ჰქონდა ფაღარათი? თუ ამით გაამართლებენ, ეს არის შეუძლებელი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ამას მოიყვანენ მაგალითად.
ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მათ აქვთ შესყიდული ცხოველების ლიკვიდაციისთვის, კერძოდ, იზოლირებული ძაღლებისა და კატების გასანადგურებლად. დაახლოებით 200-ძაღლიანი თავშესაფარი ყიდულობს საშუალებას, რომელიც საკმარისია, გაანადგუროს 17.000 ძაღლი და კატა.
ეს არის ზღვარგადასული ქმედება. ის თანხა, რაც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, წყალში გადაყრილია, თუ ხდება ცხოველების ოპერაცია, შემდეგ კასტრირებული ცხოველები ისევ შეჰყავთ და მერე უკვე მეორე ჯერზე ან მესამე ჯერზე ანადგურებენ ამ საშუალებით, – განაცხადა ლანჭყებიანმა.
მისი თქმით, თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველებიდან თავშესაფარს მხოლოდ 25 % ტოვებს, დანარჩენს კი ხოცავენ.
ნიუპოსტი

